ბიზნესი მარკეტინგის გარეშე უკვე დიდი ხანია რაც წარმოუდგენელი გახლავთ, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა მარკეტერის პროფესია კიდევ უფრო საინტერესო, სპეციფიური, რთული და რაც მთავარია მაღალანაზღაურებადი გახადა.
განვითარებულ ქვეყნებში მარკეტინგის უბრალო სპეციალისტის ყოველწლიური შემოსავალი 60 ათას აშშ დოლარს აღემატება, მარკეტინგის მენეჯერის საშუალო შემოსავალი კი თითქმის 130 ათასი დოლარია.
მარკეტინგის სფერო მაღალშემოსავლიანი გახლავთ საქართველოშიც, ჩვენთან მარკეტინგის მენეჯერების ყოველთვიური ხელფასი 2 ათასი ლარიდან იწყება და 10 ათას ლარამდე აღწევს, უფრო მაღალ პოზიციებზე კი კიდევ მეტია ანაზღაურება. გასამრჯელოს რაოდენობა დამოკიდებულია დამსაქმებელი კომპანიის მასშტაბებზე.
რაც უფრო მსხვილია დამსაქმებელი კომპანია, მით უფრო მაღალია მარკეტერის ხელფასი, მსხვილ კომპანიებს კი პროფესიონალები სჭირდებათ.
პროფესიონალი მარკეტერები კი ქართულ ბაზარზე ნამდვილად დეფიციტია, რადგან ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მარკეტინგული პროცესების სწრაფი ცვლილება გამოიწვია და ქართველი მარკეტერების დიდმა ნაწილმა ცვლილებებზე მორგება ვერ მოასწრო.
მარკეტინგის პროფესიის დაუფლების მიზნით, დაინტერესებულ პირებს, საქართველოში უკვე არაერთი ტრენინგ ცენტრი და უნივერსიტი სთავაზობს სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებს, მარკეტინგის სხვადასხვა ვიწრო სპეციალიზაციით, თუმცა იშვიათია სასწავლო პროგრამა, რომელიც მარკეტინგს სფეროს საფუძვლიანად შეასწავლის და ასევე, ყველაზე აქტუალური სპეციალიზაციით გაუღრმავებს ცოდნას.
აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე ჩვენი ყურადღება „მარკეტინგის სერტიფიცირებული პროფესიონალის“ ტრენინგმა მიიქცია, რომელიც სტარტს 26 სექტემბრიდან იღებს და მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:
· მარკეტინგული სტრატეგია
· ციფრული მარკეტინგი
· ვიდეო-რეკლამის საფუძვლები
თანამედროვე მარკეტინგის კანონებს ხშირად მხოლოდ ისინი იცნობენ ვინც ბოლო პერიოდში, კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს ფარგლებს გარეთ, განვითარებულ ქვეყნებში მოახერხა.
ასეთი სპეციალისტები ჩვენს ქვეყანაში რამდენიმეა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო ისინი ხშირად ატარებენ სხვადასხვა ტრენინგებს, რათა საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა ქართველ კოლეგებს, დამწყებ მარკეტერებსა და იმ ბიზნესმენებს გაუზიარონ, რომლებიც ხარჯების შემცირების მიზნით, საკუთარი ბიზნესის რეკლამირებას თავად ეწევიან.
სატრენინგო ლექციებს საქართველოს წამყვანი კომპანიების პრაქტიკოსი პროფესიონალები უძღვებიან, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში მოარგეს ქართული ბიზნესს.
ქეთევან მეფარიშვილი - მარკეტინგის მენეჯმენტის დოქტორი. კომპანია “Twino”-ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი. დაამთავრა უელსის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრენობლის ბიზნეს სკოლა და კავკასიის ბიზნეს სკოლა. მუშაობდა KFC საქართველოს და Subway საქართველოს მარკეტინგის დირექტორად.
მელი ბაღდავაძე - კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” აღმასრულებელი პროდიუსერი; რეგიონალური უცხოური პროდაქშენ-კომპანიების პროდიუსერი. მსოფლიო სარეკლამო ფესტივალების გამარჯვებული. დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის მიმართულებით, მუშაობდა TBCTV Advertising -ის აღმასრულებელ დირექტორად.
თამარ ბადაშვილი - Digital Marketing Institute (DMI) -ის სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი. ლუვენის უნივერსიტეტის, მარკეტინგული პროექტების მართვის მაგისტრი. დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის მიმართულებით. მუშაობს კომპანია „4Finance“-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეები თამამად შეძლებენ შეაბიჯონ მარკეტინგის კონკურენტულ გარემოში და სფეროს ექსპერტთა შორის მნიშვნელოვანი პოზიცია დაიმკვიდრონ.
თუ თვლით, რომ მარკეტინგი თქვენთვის საინტერესო სფეროა და მზად ხართ როგორც ახალი გამოწვევებისთვის, ასევე ახალი, მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლებისთვის, ეს ტენინგი სწორედ თქენთვის არის.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის უნდა გაიაროთ მოცემულ ბმულზე >> რეგისტრაცია
ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები






