ფაჩულიასა და სანიკიძის შემდეგ, კარიერის დასრულებას გიორგი ცინცაძეც აპირებს
სპორტი - 12:33, 20 Sep, 2017     4583

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ორმა უძლიერესმა წევრმა ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულეს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავად სპორტსმენებმა განაცხადეს.

ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ვიქტორ სანიკიძე აცხადებს, რომ კარიერის დასრულებას გიორგი ცინცაძეც აპირებს, თუმცა მას ამის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აისახება ძველი თაობის წასვლა ნაკრებიდან, სანიკიძე აცხადებს, რომ ახალ თაობას მათ გარეშე მძიმე ტვირთის ზიდვა ძალიან გაუჭირდება:

„სამწუხაროდ აისახება, ჩვენთან ერთად გიორგი ცინცაძეც აპირებს კარიერის დასრულებას, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ეს გარდაუვალი პროცესი იყო. უბრალოდ დასანანია. გვინდოდა, ჩვენს თაობას ახალ თაობასთან გვეთამაშა. ჩვენი არყოფნით ახალგაზრდებს უდიდესი ტვირთი დააწვებათ და ძალიან გაუჭირდებათ. კარგი იქნებოდა 1-2 წელი ერთად გვეთამაშა, გამოცდილებას შეიძენდნენ და უფრო გაუადვილდებოდათ ადაპტაცია“, - აცხადებს კალათბურთელი.

საქართველოს ნაკრები წელს „ევრობასკეტ 2017“-ზე თამაშობდა, თუმცა ფლეიოფში ვერ გავიდა. ლიტვასთან თამაშისას გიორგი ცინცაძემ ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო. საქართველოს ნაკრების შინ დაბრუნების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. ასევე, გასულ კვირას გახდა ცნობილი ვიქტორ სანიკიძის კარიერის დასრულების შესახებაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42