ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საზოგადოება - 12:28, 20 Sep, 2017     1544
თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში, ახლად გახსნილ 113-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა.

“ჩვენ დღეს, ამ კვირის განმავლობაში, მესამე ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით. თემქაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა ეს პრობლემა, რადგან მათ ამ უბანში არ ჰქონდათ საბავშვო ბაღი. ამის გათვალისწინებით აქ ყველანაირი წესის დაცვით ავაშენეთ თანამედროვე, კომფორტული და ენერგოეფექტური ბაღი. ამ ახალ ბაღში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ პატარები ღირსეულად აღიზარდონ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბაგა-ბაღს, სადაც ამჟამად 350 აღსაზრდელი ირიცხება კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო აქვს. ეზოში განთავსებულია ატრაქციონები და საპარკე ინვენტარი.

აღსანიშნავია, რომ 113-ე საბავშვო ბაღი ძველი, იმ დახურული ბაღის მიმდებარედ აშენდა, სადაც წლებია დევნილები ცხოვრობენ.

10-ჯგუფიანი ბაღი 400 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაგა-ბაღში ამ დროისთვის დასაქმებულია 75 ადამიანი.

ბაღის შენობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტი და პანდუსები.

N113-ე ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის შემოდგომაზე შევიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42