კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. ღონისძიებაში მონაწილეობს 102 მომხსენებელი 12 ქვეყნიდან (აშშ, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა).
საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრები არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. კლუბის წევრებს შორის არიან აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პროფესორი ლევან იზორია, საქართველოს ელჩი გერმანიაში პროფესორი ლადო ჭანტურია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პროფესორი მერაბ ტურავა, სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი პროფესორი ჯონი აფაქიძე და სხვა საქართველოში თუ საქართველოს გარეთ მომუშავე მეცნიერები.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ კორპუსი, სააქტო დარბაზი
მასალის გამოყენების პირობები






