მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
საზოგადოება - 10:24, 20 Sep, 2017     2712

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ნიკოლოზ სახვაძის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უბედურ შემთხვევას გადაურჩა, ვინაიდან იმ შენობებიდან გამოსვლა მოასწრო, რომლებიც მოგვიანებით ჩამოინგრა.

"მუდმივ კონტაქტზე ვართ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათგანაც გვაქვს დადასტურებული პასუხი, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან“, - განაცხადა საელჩოს მრჩეველმა.

მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 248-მდე გაიზარდა.

როგორც გარდიანი იტყობინება, 55 ადამიანი მორელოსში გარდაიცვალა, 59 ქალაქ მეხიკოში, 32 კი პუებლას შტატში.

გარდაცვლილთა შორის 21 სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სკოლის შენობის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყვნენ.

ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ მაშველები.

აღსანიშნაია, რომ ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვირაა მეხიკოში 1985 წლის შემდეგ. მაშინ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგებს, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოს მახლობლად მდებარე, შტატ პუებლაში იყო. მოგვიანებით , მექსიკაში 11 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე მძლავრი 4 მაგნიტუდის იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42