კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ჩალისპირების დასახლების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, ერედვის, ავთანდილის, რამაზის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






