„თედექს თბილის“-ის (TEDxTbilisi) მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება თბილისში 15 ოქტომბერს გაიმართება
საზოგადოება - 16:37, 19 Sep, 2017     1272
დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2017-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეხუთე ყოველწლიური ღონისძიება 2017 წლის 15 ოქტომბრეს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.

წლევანდელი, საიუბილეო კონფერენციის თემაა „ახალი ეტაპი“ (New Beginnings). მოწვეული სპიკერები საკუთარი პროფესიული თუ პირადი გამოცდილების ჭრილში მოგვითხრობენ ახალი ეტაპის წამოწყების ისტორიებს, გამოწვევებსა და მიღებულ გაკვეთილებზე. „ახალი ეტაპის“ თემა აქტუალურია უშუალოდ თედექს თბილისისთვისაც (TEDxTbilisi). დაარსებიდან ხუთი წლის თავზე ჩვენ აქტიურად ვეძებთ საქმიანობის განვითარების გზებს და ვფიქრობთ იმ სიახლეებზე, რომლებსაც შეეძლებათ კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს ინოვაციას, ქართულ საზოგადოებაში. განვითარების ახალ ეტაპზე ჩვენ სრულად გავაქართულეთ თედის ფორმატი, რათა ინგლისური ენის არცოდნა არ გამხდარიყო ბარიერი საინტერესო იდეების გავრცელებისათვის. აგრეთვე, ვემზადებით დამატებითი, უფრო მცირე მასშტაბის ღონისძიებებისათვის, რათა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ფორმატი.

„თედის“ ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 15 ოქტომბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი პროფესიული კარიერის საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე.

„2017 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 სექტემბრიდან ელექტრონულ პორტალზე www.tkt.ge. ბილეთის ფასი იქნება 35 ლარი. თედექს თბილისი (TEDxTbilisi) არის არაკომერციული, მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერის გამო. მათ შორის განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ საქართველოს ბანკი, რომელიც ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე გვიდგას გვერდზე და ჩვენთან ერთად შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში ინოვაციური იდეების პოპულარიზაციის გზით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს და გვეხმარება სპიკერებსა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაში“ განცხადა „თედექს-თბილისის“ წარმომადგენელმა მერი გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42