თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი“ მასშტაბურ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti წარმოგიდგენთ
საზოგადოება - 14:35, 19 Sep, 2017     1436
6-7ოქტომბერს, კახეთში, სასტუმროშიLopota Lake Resort & Spa“, კიდევ ერთ მასშტაბურ ფესტივალს, სახელწოდებით „Jazz and Wine Kakheti“ ჩაეყრება საფუძველი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ლისი ლაუნჯში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და კომპანია „Eastern Promotions“-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე დაესწრნენ.

ფესტივალში „Jazz and Wine Kakheti“ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულმიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან ასევე, ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და „გემრიელი შოუს“ წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი“ (Spaghetti Swing).

„Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიებიმოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ; ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

ფესტივალის წარმდგენი:

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი;

ფესტივალის ორგანიზატორი:

კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions);

ინფორმაცია მუსიკოსების შესახებ:

რაულ მიდონის ტრიო

ლეგენდალური გიტარისტი და მომღერალი რაულ მიდონი და მისი ტრიო უნიკალური საშემსრულებლო სტილით გამოირჩევა. ჯაზი, ბლიუზი, ფოლკი - მუსიკოსი თავის ტრიოსთან ერთად სხვადასხვა ჟანრში მსმენელს უნიკალურ და ინოვაციურ მუსიკას სთავაზობს. 1999 წლიდან დღემდე, მიდონს არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი, სახელწოდებით „Bad Ass and Blind“, მუსიკოსმა 2017 წელს გამოუშვა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაულ მიდონის კარიერაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ჯონ კოლტრეინი, ჯორჯ ბენსონი, მაილს დევისი, ფრენკ ზაპა და სხვა.

ჯეიკობ კარლზონის ტრიო

ჯეიკობ კარლზონი – „მიყვარს ჯაზი, რადგან მიყვარს იმპროვიზაცია, რაც გეხმარება უშუალო კავშირი დაამყარო მსმენელთან. ასეთ დროს ემოციებისა და გრძნობების გაცვლა ხდება. ყოველი კონცერტი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და სიახლეა.“ შვედი პიანისტი და კომპოზიტორი ჯეიკობ კარლზონი ადვილად ახერხებს შექმნას მუსიკა - თანამედროვეობისა და მშობლიური, შვედური ფოლკლორის სინთეზით. მუსიკოსი ოსტატურად აერთიანებს ჯაზის, პოპის, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის განსხვავებულ ჟანრებს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მას ცხრა ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი სახელწოდებით „ONE” 2015 წელს გამოვიდა. 2010 წელს, მუსიკოსი შვედეთის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად დაასახელეს. ბოლო რამდენიმე წელია, ჯეიკობ კარლზონი ტურნეებს მართავს ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში.

ადამ ბენ ეზრა - "მუსიკოსი Youtube"-იდან

ფენომენალური მუსიკოსი - ასე აფასებენ მუსიკის კრიტიკოსები კონტრაბასისტსა და მულტიინსტრუმენტალისტს ადამ ბენ ეზრას. ფართო საზოგადოებამ ის "Youtube"-ის საშუალებით გაიცნო, სადაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ვიდეოკლიპების ატვირთვა დაიწყო. სწორედ ამიტომ შეარქვეს ადამ ბენ ეზრას მეტსახელად "მუსიკოსი Youtube"-იდან. დღეისათვის ეზრას უკვე რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. პოპულარობის ზრდასთან ერთად, მუსიკოსმა ინტერნეტ სივრციდან ნამდვილ სცენაზე გადაინაცვლა და ევროპული და ამერიკული ტურნეები მოაწყო.

ადამ ბენ ეზრას შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ცნობილმა წარმომადგენლებმა - მათ შორის ბახმა, სტინგმა, ბობი მაკფერინმა და ჩიკ კორეამ. კლასიკური ინსტრუმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, ის ახალ სიტყვას ამბობს მუსიკალურ სამყაროში.

ადამ ბენ ეზრას სადებიუტო სტუდიური ალბომი „Сan't Stop Running“ რამდენიმე წლის წინ გამოიცა. ალბომში შესულია 12 კომპოზიცია, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის, მათ შორის არგენტინული ტანგოს, ფლამენკოს, როკისა და პოპის ელემენტებით.

„სპაგეტი სვინგი“ (Spaghetti Swing)

მსოფლიოში ერთადერთი მუსიკალური შოუ, რომელშიც მონაწილეობას მუსიკოსებთან ერთად, შეფ-მზარეული იღებს - იტალიური ბენდი “სპაგეტი სვინგი“ მსმენელს „ყველაზე გემრიელ შოუს“ სთავაზობს. გარდა მუსიკალური წარმოდგენისა, რომელიც ცნობილი იტალიური სიმღერების ინტერპრეტირებულ ვერსიებს გულისხმობს, იტალიელი შეფ-მზარეული სცენაზევე ამზადებს სხვადასხვა კერძს და მსმენელს მათი დაგემოვნების საშუალებას, ღვინოსთან ერთად აძლევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42