29 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ვარსკვლავები ეწვევიან და საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.
„მსოფლიოს XI“ მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ეწვევიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი .
მატჩი, „დინამო არენაზე“, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. „მსოფლიოს XI“ მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება.
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა კი, ხანძრის შედეგად განადგურებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
ბილეთების გაყიდვა, საიტზე www.tkt.ge-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასები 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები