თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საზოგადოება - 15:29, 18 Sep, 2017     1128
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 4000-მდე აბიტურიენტი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი გახდა, 2000-მდე ახალგაზრდა კი თსუ-ის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხა. მათ შორის საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი მარიამ როგავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი გახდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, საკონკურსო ქულებით პირველ ხუთეულში 3 მაღალრეიტინგული სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის და მათემატიკის მიმართულებების სტუდენტები არიან. სან დიეგოს უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა აბიტურიენტებმაც არჩევანი სწორედ თსუ-ის პროგრამებზე გააკეთეს. ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები აქაც STEM მიმართულებებზე ლიდერობენ. თსუ-ს სტუდენტები გახდნენ მათემატიკასა და ქიმიაში მსოფლიო ოლიმპიადის ფინალისტები, მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის მე-5 ადგილის მფლობელს ალექსანდრე საათაშვილს კი რექტორის სტიპენდია მიენიჭა.

წელს პირველი ნაკადი მიიღო თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ, სადაც ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე 53 პირველკურსელია.

სწავლის დაწყება სტუდენტებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ მიულოცეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინარჩუნებს ლიდერობას, ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები სწორედ თსუ-ში ჩაირიცხნენ. „მინდა მივულოცო სტუდენტებს გრძელი და საინტერესო გზის დაწყება. ეს არის არა მხოლოდ პირველი სასწავლო დღე, ასევე არის დასაწყისი სტუდენტური ცხოვრების, ნაბიჯი მომავალ კარიერაში, პროფესიაში, მეცნიერებაში“,- განაცხადა თსუ რექტორმა.

ღონისძიებაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კომპანია ჯეოსელმა“ მარიამ როგავა, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი, სპეციალური საჩუქრით, iphone 7-ით დააჯილდოვა.

ყველაზე მაღალრეიტინგულმა სტუდენტმა მარიამ როგავამ არჩევანი თსუ-ზე მისთვის საინტერესო სასწავლო პროგრამის გამო გააკეთა. უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების ფართო არჩევანი კი მას მომავალი განვითარების საშუალებას მისცემს: „თსუ უამრავი გაცვლითი პროგრამის შანსს აძლევს სტუდენტებს და მეც იმედი მაქვს, რომ ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით. განსაკუთრებული დღე იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვედი პირველად და სწავლა დამეწყო, მაგრამ ორმაგად განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ასე თბილად შემხვდნენ, რექტორმა მომილოცა და ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე“.

დღესვე გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ახალი სეზონის დაწყება. „შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეცხრედ ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა შემოქმედებითი ნიჭის მქონე სტუდენტს შეუძლია.

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება, რისთვისაც ერთ მილიონ ლარამდე გამოიყო. თბილისის მერიის მხარდაჭერით უნივერსიტეტის I, VI, IX, X და ბიბლიოთეკის კორპუსებთან დამონტაჟდა ველო-პარკინგები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ამოქმედდა კვების ორი ობიექტი, რომელიც სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხელმისაწვდომ ფასებში ემსახურება. შემოდგომაზე კიდევ 3 კვების ობიექტი გაიხსნება. ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტის ახალი საერთო საცხოვრებელი უკვე მიიღებს სტუდენტების ნაკადს. ამჟამად მიმდინარეობს ლისის ტბის მიმდებარედ აშენებული 320 ადგილიანი საერთო საცხოვრებლის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორის არიან, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42