"მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში" - თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საზოგადოება - 13:30, 17 Sep, 2017     1064
ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს ეძღვნება სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში " გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციაში 60-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს ხუთი კონტინენტის 13 ქვეყნიდან (საქართველო,საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ლიტვა, აშშ, ავსტრალია, ბრაზილია, რუსეთი).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით კონფერენცია, რომელსაც დღეს მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან მასშტაბურია აქ მოწვეულნი არიან სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, სადაც ბევრი საინტერესო მოხსენებაა წარმოდგენილი: „ჩვენი პოზიცირება ანტიკურ სამყაროსთან და ზოგადად ევროპასთან ალბათ იწყება მითოლოგიით, მედეას სახით და ეს არის წერტილი საიდანაც ვიწყებთ დღევანდელ მუშაობას.“

„მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია და მედეას შესახებ არის, მედეა კი ისტორიულად აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს - საბერძნეთსა და საქართველოს და ეს კავშირი დღემდე გრძელდება“ - განაცხადა საბერძნეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

კონფერენციის პარალელურად ტარდება გამოფენები „ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები“, „მედეა ქართულ მხატვრობაში“, ფოტოგამოფენა „მედეა ქართულ სცენაზე“, ასევე 20 წლის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებით გამოცემული წიგნების ექსპოზიცია.

გამოფენა „მედეა ქართულ მხატვრობაში“ წარმოგვიდგენს ცნობილი ქართველი მხატვრების, მოქანდაკეებისა და კერამიკოსების მედეას თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. გამოიფინება მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ბერძენიშვილის, გია ბუღაძის, ანტონ ბალანჩივაძის, მარიკა იზორიას, ნინო ზაალიშვილის, ანა მღებრიშვილის, კახაბერ ტატიშვილის, გურანდა ქლიბაძის, გიორგი შხვაცაბაიას, გია ჯაფარიძის ნამუშევრები. მოქანდაკე გია ჯაფარიძემ ამ კონფერენციისთვის შექმნა მედეას ქანდაკება, ხოლო გიორგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე ბალეტმა ასევე საგანგებოდ აღადგინა გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურა (კომპოზიტორი: ი. კეჭაყმაძე).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42