ხვალ რუსთავში „რუსთავქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნება
საზოგადოება - 15:37, 15 Sep, 2017     911
ხვალ, 16 სექტემბერს, რუსთავში, ,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების ოფიციალური მიღებით დაიწყება, სადაც ქალაქ რუსთავსა და აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

სახალხო დღესასწაული 11:30 საათზე სპორტული მარათონით გაიხსნება. მარათონი სასტუმრო ,,რუსთავის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და კოსტავას გამზირზე დასრულდება. 12:00 საათზე კოსტავას გამზირზე, შადრევანთან საზეიმო ტორტი გაიჭრება, რითაც სიმბოლურად გაიხსნება ახლადგარემონტებული კოსტავას გამზირი. კოსტავას გამზირზევე მოეწყობა ,,ვეფხისტყაოსნის“ სცენების ამსახველი თეატრალური პერფორმანსი.

მოგვიანებით, საზეიმო ღონისძიებები ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლებს, სადაც სახალხო ზეიმს, საბავშვო გასართობი შოუპროგრამები და კონცერტი გახსნის. 16:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკის ცენტრში განთავსებულ სცენაზე, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, 17:00 საათზე რუსთავის სკოლების კურსდამთავრებულებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დააჯილდოებენ.

,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაული 20:00 საათზე ჯგუფ „ფრანის“ კონცერტითა და 22:00 სთ-ზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. რუსთავქალაქობის დღესასწაული რუსთავში წელს მეჩვიდემეტედ აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42