„რუსული დღიურის კვალდაკვალ“- თიბისი გალერეაში თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 15:04, 15 Sep, 2017     798
MAGNUM PHOTOS და თიბისი ბანკი MAGNUM PHOTOS 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროექტს წარმოგიდგენთ.

„რუსული დღიურის კვალდაკვალ”- თომას დვორჟაკის/ Magnum Photos და ჯულიუს შტრაუსის მონაწილეობით.

18 სექტემბერს, 19:30 საათზე, „თბილისის ფოტო ფესტივალის“ ფარგლებში, თიბისი ბანკის საგალერეო სივრცეებში შედგება ორი გამოფენა:

„რუსული დღიურის კვალდაკვალ“, თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია - თიბისი გალერეა

„რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში, 1947 წ“ - თიბისი არტ გალერეა

პროექტით „Magnum Retold“ („მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ“) Magnum Photos აგრძელებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბების თხრობას. პროექტი გულისხმობს ფოტოგრაფიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თომას დვორჟაკის და ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპას და ჯონ სტაინბეკის "რუსული დღიურის"-ს (1947) კვალდაკვალ.

რობერტ კაპამ და ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა, საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის ამსახველი არაჩვეულებრივი მასალა შექმნეს.

„Magnum Photos“-მა გადაწყვიტა, ამ ისტორიის კვალდაკვალ, თანამედროვე, ყოვლისმომცველი, ვიზუალური ტილოს შესაქმნელად, რუსეთისა და საქართველოს საუკეთესო მცოდნე ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი და მწერალი, ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი, გაეზავნა რეგიონში, სადაც დღეს ბევრი მკვლევარი ახალი ცივი ომის აჩრდილებს ხედავს.

ორივე მოგზაურობის ამსახველ ფოტოკოლექციას ერთ სივრცეში მოეყრება თავი.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, II და IV სართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42