პეკინის ქუჩა ორშაბათს გაიხსნება
საზოგადოება - 11:53, 15 Sep, 2017     2331
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც თბილისი მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება.

„მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ესეც საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის სხვადასხვა სამსახურების, კომპანია „ჯი ვი პი“-სა და „ბლექ სი გრუპის“ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პეკინის ქუჩაზე, დაიგო ასფალტის ახალი საფარი; სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები; წყალსადენის ქსელი, გერმანელი ექსპერტების დახმარებით, ევროპული ტექნოლოგიით სრულად განახლდა; ექსპლუატაციაში გაშვებამდე ქსელს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა; გამოიცვალა შუქნიშნის ყველა (6) ობიექტი და ისინი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურითა და „სიმენსის“ უახლესი კონტროლერებით აღიჭურვა.

პეკინი-ვაჟა ფშაველასა და პეკინი-ყაზბეგის გამზირის კვეთებში გაკეთდა უსაფთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და 1 საავტომობილო ზოლი დაემატა.

დაპროექტდა ველობილიკი, სადაც ველოსადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახურის მიერ, ველობილიკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით.

უახლოეს დღეებში იგეგმება ავტობუსების ზოლების „ბასლაინების“მოწყობა, რის შემდეგაც ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება.

ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე 100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც დეკორატიული ბუჩქები დაირგვება.

შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება.

რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება.

„პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42