ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ კალათბურთელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ... ყველაზე დიდი სიმდიდრე , ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად , არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე , თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები , ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , ჩემს ძმებს , ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია , მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში . კალათბურთი იყო , არის და იქნება ჩემი ნაწილი , მინდა პირობა მოგცეთ , რომ სადაც არ უნდა ვიყო , რასაც არ უნდა ვაკეთებდე , ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ , რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის ... მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !“, - წერს სანიკიძე.
შეგახსენებთ, სანაკრებო კარიერა დასრულა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამაც.
მასალის გამოყენების პირობები