მკვლელობა საკონტროლო გასროლით - 42 წლის მამაკაცის ჩაცხრილვა კანონიერი ქურდის ლიკვიდაციის გაგრძელებაა
კრიმინალი - 15:49, 12 Sep, 2017     11422
გვიან ღამით ორთაჭალაში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული მამაკაცი 42 წლის აზერბაიჯანელი ელჩინ მამედოვია.

როგორც "ნიუპოსტს" უყვებიან, მამედოვი რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ მომხდარი კრიმინალური ფაქტი თურქეთში ერთი წლის წინ, კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის საქმის გაგრძელებაა.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს თურქეთში აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი, როვშენ ლენ კარანსკი მოკლეს. მაშინვე ითქვა, რომ კარანსკი ასევე აზერბაიჯანელმა კანონიერმა ქურდმა, მეტსახელად "გულმა" მოიშორა.

ელჩინ მამედოვის ახლობლები კი პირად საუბრებში აღიარებენ, რომ გუშინ ჩაცხრილული მამედოვი "გულის" ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

ცნობისთვის, ელჩინ მამედოვსა და ჯერ-ჯერობით დაუდგენელ პირს შორის კამათი ორთაჭალაში მდებარე რესტორან "პურის სახლში" გუშინ დაიწყო. რაც ქუჩაში, ორმხრივ სროლასა და საბოლოოდ 42 წლის მამაკაცის ჩაცხრილვით დასრულდა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ელჩინ მამედოვს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, ეს უკანასკნელი საკონტროლო გასროლით მოკლეს. მამაკაცს ტყვია თავის არეში მიბჯენით აქვს მოხვედრილი.

ადგილზე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციაში დაიკითხა ყველა ის პირი ვინც უშუალოდ შეესწრო ფაქტს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42