ახალგაზრდული ფორუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის პარტნიორები კი : არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი "მზიანი სახლი" (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია - სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი" (თბილისი), ასოციაცია "ათინათი" (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი) არიან.
ფორუმს ეწრებოდნენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს.
წლევანდელ ფორუმში 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ფორუმს სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
აღსანიშნავია, რომ წელს ფორუმმა დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა.
ფორუმის ძირითად მიზანს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, ასევე ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
სამუშაო ფორმატის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პლენარული დისკუსიები, საერთო დისკუსია.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს შეეძლო.
მასალის გამოყენების პირობები