მამა პანტელეიმონის მეუღლეს 27 წლის ბარბარეს დაუდგონდა უმძიმესი დაავადება ხერხემლის სიმსივნე 4-ე სტადია. ქართველი ექიმები ბარბარეს დაავადებას ვერ ებრძვიან, რის გამოც ოჯახმა ის თურქეთის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანა
„მას შემდეგ რაც თურქეთში ბარბარეს ანალიზები გაიგზავნა, კლინიკამ პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა მოითხოვა, არცერთი წუთი არ დაკარგოთო. თურქეთში ჩავიდნენ, თუმცა უკაპიკოდ, მხოლოდ რეანომობილის თანხა ჰქონდათ, იქ მკურნალობა კი წარმოუდგენელ თანხებს უკავშორდება“ _ ამბობს დედების ფონდის დამფუძნებელი ვიოლეტა ჩიმჩიური
დედების ფონდმა ბარბარეს დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა, ბილეთებიდან შემოსული თანხა კი ბარბარეს გამოჯანმრთელებას მოხმარდება
ამავე საღამოს დედების ფონდს შემოუერთდა ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემია, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ იქნება დედების ფონდის მუდმივი შემომწირველი. მუსიკის აკადემიის მიერ გამომუშავებული თანხის ნაწილი ყოველთვიურად ჩაირიცხება ფონდში და მოხმარდება სხვადასხვა ბენეფიციარებს.
მასალის გამოყენების პირობები






