„ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ჩვენი გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთოს და დააბალანსოს. დუდა ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაო გამოცდილება აქვს საერთაშორისო დონეზე თამაშის. მან კარგად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზეც და კარგ ფიხიკურ კონდიციაში იმყოფება. მას 2-3 პოზიციაზე შეუძლია თამაში.დარწმუნებული ვარ, რომ “პისტოიამ” იდეალური მოთამაშე იპოვა“- აცხადებს “ფლექს პისტოიას” მწვრთნელი.
დუდა სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და საშუალოდ თამაშში 17.3 ქულას, 2.9 მოხსნას, 1.3 პასსა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. რაც შეეხება ევრობასკეტ 2017-ს, დუდას მაჩვენებელი ასეთი იყო: 10.8 ქულა, 2.0 მოხსნა, 1.2 პასი, 1.2 ჩაჭრა და 0.4 დაფარება საშუალოდ მატჩში.
დუდა სანაძე 25 წლისაა. მისი სიმაღლე 197 სმ-ია, წონა კი 95 კგ. მისი საკალათბურთო კარიერა 2009 წლიდან იწყება. საქართველოს ნაკრებში ის მსროლელის პოზიციაზე თამაშობს.
მასალის გამოყენების პირობები