რა გახდა ბათუმში ორი მუშის დაღუპვის მიზეზი - სამშენებლო კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს
საზოგადოება - 12:12, 09 Sep, 2017     1909
ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც მშენებლობაზე 2 მუშა დაიღუპა, კომენტარი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა. რაულ კახიძის თქმით სამშენებლო კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებასთან , რათა შემთხვევის გამომწვევი მიზეზები დადგინდეს. როგორც კახაძე განმარტავს ამწეები გამართული იყო და არსებობს მისი ექსპლუატაციაში ყოფნის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კახაძის მტკიცებით ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია. მისი თქმით მუშები დაზღვეულნი იყვნენ და პოლისით გათვალისწინებული თანხის პარალელურად, ოჯახები კომპანიისგან დამატებით კომპენსაციას მიიღებენ.

“პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახის დიდ ტრაგედიას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მეტროს“ კომლექსისმშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული. კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო დაზღვეული, შესაბამისად მიიღებენ კომპენსაციას. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაველოდებით გამოძიების შედეგებს და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან.“- განაცხადა რაულ კახაძემ.

უბედური შემთხვევა გუშინ კაჩინსკების ქუჩაზე მოხდა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ მშენებლობზე ბეტონი ამწეს სპეციალური ავზით გადაჰქონდათ, ახალგაზრდები დანადგარზე ისხდნენ, რა დროსაც ბაგირი გაწყდა, მუშები მე-8 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდნენ და ადგილზევე დაიღუპნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42