ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“ ფრანგულენოვანი მკითხველისთვის გამოიცა
საზოგადოება - 17:19, 08 Sep, 2017     1050
ფრანგულენოვან მკითხველსა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს დღეიდან საშუალება ეძლევათ, ფრანგულ ენაზე გაეცნონ ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტისა და დრამატურგის, ერლომ ახვლედიანის ბოლო რომანს - “კოღო ქალაქში“(Un Moustique dans la ville).

7 და 8 სექტემბრიდან, პარიზისა და საფრანგეთის სხვა დიდი ქალაქების წიგნის მაღაზიებსა და გალერეებში მკითხველს შუძლია იხილოს ერლომ ახვლედიანის ფრანგულ ენაზე თარგმნილი "კოღო ქალაქში".

ერლომ ახვლედიანის რომანი ფრანგულმა გამომცემლობამ "ლე სერპან ა პლიუმ" ( Le Serpent à Plumes) გამოსცა.

თარგმანი ეკუთვნით იზაბელ რიბადო დიუმას და რუსუდან თურნავას. საქართველოში ერლომ ახვლედიანის ეს რომანი პირველად, 2010 წელს, გამომცემლობა „სიესტას“ მიერ იქნა გამოცემული.

წიგნის ოფიციალურ პრეზენტაციას ფრანგული გამომცემლობა 19 და 26 სექტემბერს გეგმავს, „ბერჟერაკის“ და „კუაფარის“ წიგნის გალერეებში, პარიზსა და ნანტში.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის - „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ - ფარგლებში ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 საერთაშორისო პროექტი დაფინანსდა, მათ შორის ერლომ ახვლედიანის რომანი “კოღო ქალაქში“ (გამომცემლობა „სიესტა“).

ერლომ ახვლედიანის რომანი „კოღო ქალაქში“ - ეს არის წიგნი სიცოცხლეზე, სიკვდილზე და დროზე; წიგნი მომხიბლავად ქაოტური თხრობით სინამდვილის არსებობის შესახებ, რომელსაც აღქმითა და მოქმედებით, განსჯითა და ქმედებით, დანახვითა და შემეცნებით ვეხებით დროის ყველაზე პასიურ მონაკვეთებშიც კი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42