„სიკეთე ჩუმად უნდა აკეთოო, თქვა და რამდენიმე საათში 7 წლის ნინო დეკანოიძის სიცოცხლე იხსნა“ (ვიდეო)
საზოგადოება - 16:30, 08 Sep, 2017     5779

შვიდი წლის ნინო დეკანოიძე უკვე ცხრა თვეა რაც დიალეზზე იმყოფება, ყოველ ოთხ საათში ერთხელ ნინოს დედა დგება და ცდილობს ნინოს ორგანიზმი ამ ხერხით გაწმინდოს, რადგან უკვე დიდი ხანია რაც ორივე თირკმელმა თავისი ფუნქცია დაკარგა.

ბავშვის გადასარჩენად ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, მათ შორის უძრავი ქონებაც და ახლა ოჯახი ქირით ცხოვობს.ნინოს ოჯახი თავის გატანას მხოლოდ ნათესავების ერთჯერადი დახმარებით ახერხებს. ნინოს გადასარჩენად ოჯახს 5 000 $ ესაჭიროებოდა, დასახმარებლად კი საქველმოქმედო ორგანიზაცია დედების ფონდს მიმართეს

„ერთი განწირული დედის ზარი შემოვიდა, ისე ტიროდა შვილი გადამირჩინეთო, იმ დღესვე წავედით ბავშვის სანახავად“ _ ამბობს დედების ფონდის დამფუძნებელი ვიოლეტა ჩიმჩიური

ადგილზე მისულ ფონდის წევრებს მძიმე მდგომარეობა დახვდათ, საწოლზე მწოლიარე ნინო ტკივილისგან იტანჯებოდა და დახმარებას ითხოვდა. ნინოს შესახებ ინფორმაცია დედების ფონდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა კეთილი ადამიანების თითო ლარის იმედად

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ფონდის დამფუძნებელს ერთი ბიჭი დაუკავშირდა, სახელად ლუკა, მის შესახებ სხვა რაიმე ინფორმაცია უცნობია. ბავშვის მდგომარეობა იკითხა და თქვა რომ სრულად დააფინანსებდა. „ ხუმრობთქო? ვკითხე გაკვირვებულმა, ვერ ვიჯერებდი, რომ რეალურს ამბობდა, რამდენიმე საათში თანხა დაგიჯდებათ ანგარიშზე და მერე დაიჯერებთო, სახელი და გვარი ვკითხე საჯაროდ მადლობას მაინც გადაგიხდით ამხელა სიკეთისთვის მეთქი. სიკეთეს ჩუმად უნდა აკეთოო, თქვა და რამდენიმე საათში 7 წლის ნინო დეკანოიძის სიცოცხლე იხსნა“ _ ამბობს ვიოლეტა ჩიმჩიური

თანხის შესახებ ნინოს ოჯახმა არაფერი იცოდა, დედების ფონდმა გამოგზავნილი თანხა ნინოს ოჯახს გადასცა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42