როგორ უნდა შექმნათ ბიზნეს ვებგვერდი 3 მარტივ სვლაში - გზა იდეიდან მის რეალიზებამდე
საზოგადოება - 12:29, 07 Sep, 2017     871

ბევრი ღამე გაგითენებიათ სამომავლო გეგმებზე ფიქრში? ბევრჯერ „გითამაშიათ“ იდეებთან შხაპის მიღების, დასვენების, მანქანის მართვის თუ სხვა დროს? საბოლოოდ კი, როგორც იქნა მიხვდით, რომ დადგა ცხოვრების ეტაპი, როცა იდეა რეალურ ბიზნესად უნდა აქციოთ. და ახლა, ზუსტად ეს დროა...
წინასწარ შეგამზადებთ, რომ გზა იდეიდან ბიზნესად ჩამოყალიბებამდე არცთუ ისე ცოტა ეკალ-ვარდით არის სავსე. უნდა აღინიშნოს რომ, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, იდეის რეალიზების პროცესში, ბიზნეს ვებგვერდს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია, რასაც არაერთი უცხოური კვლევა ცხადყოფს. 2017 წლის ერთ-ერთი ასეთი კვლევის თანახმად, დგინდება რომ, მცირე ბიზნესის 71%-ს უკვე აქვს ვებგვერდი, 55%-ს 2016 წლიდან მოყოლებული, 17% - ი 2017 წლის ბოლომდე ჩაუშვებს რეალურ რეჟიმში, 4% კი, 2018 წლისთვის გეგმავს ამის გაკეთებას. ეს ციფრები ნამდვილად ნათელს ფენს ვებგვერდის საჭიროების კრიტიკულ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

დღესდღეობით, საქართველოში, ვებგვერდის შექმნის პროცესი ნამდვილად ვარდებით მოფენილ გზად იქცა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც Goodweb-ის მიერ შექმნილი ქართული პლათფორმის სისტემა Skillers CMS ქვია. ამიტომ, მინდა გითხრათ, თქვენ მარტო არ ხართ.

იდეის რეალიზებისთვის ყველაზე მძაფრი მოტივატორი რომ თქვენი სურვილია ამაზე არ ვდაობთ, თუმცა Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მთავარ მიზეზებსაც შემოგაშველებთ გზადაგზა, თუ რატომ უნდა იყოთ ინტერნეტ ქსელში ჩართული ვებგვერდის საშუალებით:

  • პირველი შთაბეჭდილება - ეს ყველგან მნიშვნელოვანია, მნიშვნელობა არ აქვს რეალურ ცხოვრებაში მიდიხართ პაემანზე თუ ვირტუალურ პაემანს უნიშნავთ მომხმარებლს თქვენს ვებგვერდთან. მაღალი ხარისხის და მომხარებელზე ორიენტირებულ (user experienced) ვებგვერდი უდაოდ მოგიტანთ სანდო და პროფესიონალის სტატუსს ვიზიტორების თვალში.
  • ფორუმებზე განხილვა - თუ თქვენ გაქვთ ვებგვერდი, ეს ნიშნავს რომ თქვენზე ონლაინ საუბრების შანსი გაცილებით მაღალია, რადგან დღევანდელ „ციფრულ“ ადამიანს უყვარს სხვადასხვა სივრცეებში საკითხების განხილვა და ხშირად გამოცდილების გაზიარების ან მიღების მიზნით ამ გზას მიმართავენ.
  • საძიებო სისტემაში ყოფნა - თუ გაქვთ ვებგვერდი, თქვენი პოვნა გაცილებით მარტივია, ამიტომ, ვალდებულიც კი ხართ იქ დახვდეთ მომხმარებელს სადაც გეძებთ. თუ არადა ალტერნატივების დრო ყოველთვის დგება.


ახლა კი დროა, დრამის ჯოხების ხმა გაისმას და გადავიდეთ მთავარზე. მაშინ, როცა უკვე მზად ხართ შეუდგეთ თქვენს საქმიანობას და გქონდეთ ვებგვერდი, Goodweb-ის გუნდი რამდენიმე, აუცილებლად გასათავლისწინებელ რჩევას გთავაზობთ:

  • დომენი
  • დიზაინი
  • საძიებო სისტემა


განვიხილოთ თითოეულის მნიშვნელობა და საჭიროება

1. დომენის შერჩევა (ინტერნეტ მისამართი)

სამყაროში, შექმნის შემდეგ ხომ ყველაფერი სახელის დარქმევით გრძლედება. ბუნებრივია, თქვენი ბიზნესისთვის სახელი რეალურ სამყაროში უკვე შერჩეული გექნებათ, ასეთივე მნიშვნელოვანია ვირტუალურ სამყაროშიც მივანიჭოთ მას დომენური სახელი, ანუ ინტერნეტ მისამართი, რომელზეც უნდა მოგაკითხოთ თქვენმა პოტენციურმა თუ არსებულმა მომხმარებლებმა. ამ დროს მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის სახელი ემთხვეოდეს დომენურ სახელს, რადგან მარტივად მოხდეს იდენტიფიცირება. ამ მიმართულებით, Goodweb-ის გუნდს ორი ალტერნატივის საშუალებით დახმარება შეუძლია: პირველი - სერვისის ფარგლებში საჩუქრად მიიღოთ Goodweb-ის ქვედომენი gweb.ge (yourcompany.gweb.ge) ან მეორე - დაგეხმაროთ დომენის შერჩევასა და შესყიდვაში (.ge; .com; .org; და სხვ). აქ, პროფესიონალის ჩართულობა მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან სწორად განისაზღვროს ახალი დომენის შერჩევა, მით უფრო მაშინ, როცა თქვენი სასურველი დომენი უკვე დაკავებულია.(სასვენი ნიშნების გამოყენება, როგორიც არის დეფისი(-) არ არის რეკომენდირებული, მნიშვნელოვანია გამოყენების პირობების და პოლიტიკის დაცვა და სხვ).

2. დიზაინი

ვინაიდან და რადგანაც, Goodweb-ის გუნდში ერთხმად თანხმდებიან რომ, მომხარებლისთვის ალტერნატივების შეთავაზებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, დიზაინის შემთხვევაშიც არ ღალატობენ ამ პრინციპს. ამიტომ, 2 გზიდან ერთის არჩევის საშუალებას ქმნიან: პირველი - რომელიც უფრო მარტივი და სწრაფია - დიზაინის შერჩევა Goodweb-ის მიერ შემუშავებული შაბლონებიდან Skillers Templates. მისი გამართვა 30 წუთშიც კი არის შესაძლებელი და გაძლევთ საშუალებას დაიწყოთ „ცხოვრება“ ინტერნეტში. სიტყვა შაბლონმა შესაძლოა თქვენში სტატიკურობის და უსიცოცხლობის ემოცია გამოიწვიოს, თუმცა აქვე დაგამშვიდებთ, Skillers Templates- ის შემთხვევაში, თითოეული შაბლონი დიდი სიფრთხილით, სიყვარულით, ესთეტიური და უნიკალური დიზაინებით არის შექმნილი. გარდა ამისა, ის საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ ნებისმიერი ტიპის ცვლილება ნებისმიერ დროს თქვენი სურვილისამებრ (ფერი, ზომა, ფუნქციონალი, მოდულები და სხვ). ასევე, სერვისი სხვა შაბლონზე გადასვლის შესაძლებლობას უფასოდ გაძლევთ.

რაც შეეხება მეორე ალტერნატივას, ეს უკვე დიდ და სასიამოვნო თავგადასავალს უკავშირდება - ინდივიდუალური დიზაინის შემუშავება - რომელზეც Goodweb-ის 4 დეპარტამენტი მუშაობს. გაყიდვების დეპარტამენტი ადგენს თქვენს საჭიროებებს, მარკეტინგის დეპარტამენტი ამ საჭიროებების და ტრენდების გათვალისწინებით ქმნის დიზაინის კონცეფციას, რომელსაც ვიზუალში ასახავს დიზაინერების გუნდი, ტექნიკური დეპარტამენტი კი ამ ყველაფერს ინტერნეტის სამყაროში რეალურ რეჟიმში გასაშვებად ამზადებს, ბოლოს კი, ხარისხის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ვებგვერდის პირველად გამართვას და ტრენინგს ვებ ადმინისტრირებაში, რის შემდეგაც, თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ მართოთ ვებგვერდი თავად, ქართული ადმინისტრატორის დამსახურებით (ენების გადართვის ფუნქცია ადაპტირებულია).

ასე, რომ არჩევანი თქვენზეა. კარგი დიზაინის აუცილებლობას Adobe-ის მიერ ჩატარებული კვლევითაც გავამყარებთ. კვლევის მიხედვით, მომხმარებლების 38% მომენტალურად ტოვებს ვებგვერდს თუ მისი ვიზუალური და ტექსტური შიგთავსი („ქონთენთი“), სტრუქტურა ან არქიტექტურა არამიმზიდველია, მაშინ როცა, მომხმარებლების 39% ვებგვერდს ტოვებს იმ შმეთხვევაში თუ ფოტოების გამო, ვებგვერდის ჩატვირთვას დიდი დრო სჭირდება. მობილურ და სხვა სმარტფონების ვერსიაზე დიზაინის მორგება (Responsive) მნიშვნელოვანია არამხოლოდ Google-ის საძიებო სისტემასა და რეიტინგში მოსახვედრად, არამედ მომხმარებლის გამოცდილების(User experience) მნიშვნელოვნად გასაზრდელად.

Goodweb-ის სერვისით სარგებლობის ფარგლებში, ჰოსტინგით სარგებლობაც უფასოა, ამიტომ, დამატებით, ფიქრი და რესურსის საჭიროება არ დგება თქვენი გეგმის წესრიგში.

3. SEO
ოპტიმიზაცია

ყოველთვის გახსოვდეთ, ვებგვერდის შექმნით არ მთავრდება ყველაფერი და სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ყოველდღიურად თავისუფლდებით მუდმივ განვითარებაზე ზრუნვისგან. რა თქმა უნდა, Goodweb-ის გუნდი არც ამ შემთხვევაში გტოვებთ მარტო დასახული ამოცანების წინაშე. კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხარებლებს რეკომენდაციებს და გარდა ამისა, სურვილის არსებობის შემთხვევაში, თითოეული ამოცანის გადაწყვეტის გზების მოძიების და სხვა სამუშაო პროცესებში ჩართულობას. იმისთვის რომ, საძიებო სისტემაში მოიპოვოთ ადგილი და დაწინაურდეთ, არც თუ ისე ცოტა შრომაა საჭირო. ამ დროს, მნიშვნელოვანია დიდი სიფრთხილის გამოჩენა, სწორად და ზუსტად განისაზღვროს თითოეული ნაბიჯი და მისი წინასწარი შედეგები. მნიშვნელობა არ აქვს, რასთან გვაქვს საქმე, იქნება ეს სპეციალური ლინქების არსებობა, სტატიები, საკვანძო სიტყვები (keywords) თუ სხვა უფრო რთული დეტალები. პროფესიონალის ჩარევის გარეშე, ნებისმიერი ქმედება როგორც წესი არათუ სასურველს, არამედ არანაირ შედეგს არ დებს.

გახსოვდეთ, როცა არ არსებობთ ინტერნეტ სამყაროში ეს ცუდია, მაგრამ, როდესაც არსებობთ მაგრამ არასწორი სახით, ეს გაცილებით უარესია.

ამიტომ, მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ პროფესიონალთან ერთად მოსალოდნელი შედეგები და ყველა ის დეტალი ვებგვერდის შექმნისას, რომელიც განსაზღვრავს ვებგვერდის წარმატებას და ყველას ყურადღების ცენტრში მოხვედრას. Goodweb - ის მიერ შექმნილი ქართული პლათფორმა Skillers CMS, როგორც ბიზნეს ვებგვერდის, ასევე e-commerce- ის შემთხვევაში ამარტივებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებს და არამხოლოდ. რაც მთავარია, ქმნის კლიენტისთვის სასურველ შედეგებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42