RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით კომპანიის თანამშრომლებისთვის 2017 წელს დამატებით 50 ათასამდე ლარი დაიხარჯა
საზოგადოება - 17:23, 06 Sep, 2017     980

კომპანია RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დამატებით მხარდაჭერას. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებითი მატერიალური დახმარება კომპანიის 140 თანამშრომელმა მიიღო.

2017 წლის სექტემბრამდე გაცემულმა თანხამ 50 ათასმდე ლარი შეადგინა და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ გაიზრდება. აღნიშნული პროექტი მოიცავს თაანმშრომელთა ქორწინების, შვილების დაბადების, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის და სხვა სოციალური საკითხების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ამ პროექტით RMG-ის მენეჯმენტი კომპანიის თანამშრომლების ოჯახების ხელშეწყობისა და განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს!

RMG-ის გენერალური დირექტორის, ჯონი შუბითიძის განმარტებით, თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად შექმნილია სოციალური დახმარების ფონდი, სწორედ ამ ფონდიდან გაიცემა ყოველთვიური დახმარება თანამშრომლების ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული თანამშრომლის დახმარება, ჭირსა და ლხინში მათ გვერდში დგომა ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. როგორც მოგეხსენებათ, კომპანიასა და მის კონტრაქტორ საწარმოებში, სულ, 2800 თანამშრომელია. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის გარდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამშრომლების შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და კვებით უზრუნველყოფის პროექტებს,“- აცხადებს ჯონი შუბითიძე.

RMG-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ნორა ასათიანი, რომელმაც, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კომპანიისგან დახმარება ახლახანს მიიღო, აღნიშნავს, რომ RMG საკუთარ პერსონალს რეგულარულად ეხმარება.

„14 წელია, კომპანიაში ვმუშაობ. ძალიან კარგი უფროსები მყავს და მათთან პრობლემა არასდროს მქონია. ყოველთვის, როცა დამჭირვებია და დახმარებისთვის მიმიმართავს, მათ დახმარება გაუწევიათ,“- განმარტავს ნორა ასათიანი.

კომპანიის მორიგ თანამშრომელს, კახაბერ ჯაყელს, RMG -მ ფულადი დახმარება მესამე შვილის შეძენისას გაუწია. მისი თქმით, RMG-ი მას მაშინაც დაეხმარა, როდესაც კახაბერის მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

კახაბერ ჯაყელი ხაზს უსვამს იმას, რომ ფინანსური დახმარების გარდა, კომპანიამ თანამშრომლების ჯანრთელობის დაზღვევაც უზრუნველყო და დასძენს, რომ RMG-ში დასაქმებულებს ჯანმრთელობის დაზღვევა არაეთხელ გამოუყენებიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42