ვეტერანმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა, საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების წევრ, გიორგი ცინცაძის ტრამვისა და ისრაელთან მისი ჩატარებული გუშინდელი თამაშის შესახებ კომენტარი ფეისბუკზე გააკეთა:
"ეს არის გიორგი ცინცაძის "ბუ"-ს ფეხი 3 სექტემბერს. მიუხედავად ტკივილისა, ტრავმის სიმძიმისა და მომავალში შესაძლო გართულებებისა "ბუ" გადის მოედანზე და რაც შეუძლია აკეთებს გუნდისთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელს და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებების ერთერთ მთავარ შემომქმედს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ქილიკი და ნეგატიური კომენტარები რაც ეს დღეები მისი მიმართულებით არაერთხელ გაისმა. "ბუ" მადლობა!!!ვამაყობთ შენით მეც და ძალიან ბევრი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი!!! წარმატებები ბიჭებს იტალიასთან! Lets Go Georgia. #GNT"- წერს ხეცურიანი.
გუშინ საქართველოს ნაკრებმა ისრაელი ოვერტაიმში ანგარიშით 104:91 დაამრცხა. დღეს საქართველო 19:30-ზე ჯგუფის ბოლო თამაშს იტალიასთან გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები