ე.წ. ციანიდის საქმე - საუკუნის პროცესი დრეს განაჩენის გამოცხადებით დასრულდა. სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულზე კომენტარს არქიმანდრიტი კახაბერ გოგოტიშვილი აკეთებს:
„ძალიან დამამწუხრებელია მთელი ეს პროცესი, რადგან ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს საქართველოს საპატრიარქო და ეკლესიაა. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეს ე.წ. ციანიდის საქმე დაიწყო, არა მხოლოდ მართლმადიდებლურ მრევლზე, არამედ მთელ მოსახლეობაზე ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერმა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. რაც შეეხება მამა გიორგის, ჩვენ მთელი ეკლესია, მამაოები ვლოცულობთ მისთვის. უფალს მის სულიერ მხნეობას ვთხოვთ, რომ ამ განსაცდელს გაუძლოს. მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებებს და შეფასებებს მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რასაც ზოგიერთი სასულიერო პირი აკეთებს. ეს არასერიოზული და ცილისმწამებლური განცხადებებია, მათ ალბათ მოუწევთ სასულიერო კანონებით ამისთვის პასუხის გაცემა ეკლესიის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას სიმშვიდისაკენ“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კახაბერ გოგოტიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






