ონლაინ სესხების სფეროში ლიდერი კომპანია 4finance -ს ბრენდი Vivus ge მომხმარებლებს მორიგ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს.
ბრენდმა, რომლის მთავარი პრიორიტეტიც მომხმარებელზე ზრუნვაა, საკუთარი კლიენტებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, vivus ge -ს მობილური აპლიკაცია განაახლა.
დღეიდან, თქვენ უკვე შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ vivus -ის განახლებული, მობილური აპლიკაცია, რომელიც უფასოდ გახლავთ ხელმისაწვდომი Play Store -სა და App store -ში.
განახლებული აპლიკაცია არის უფრო მარტივი, უფრო სწრაფი და ვიზუალურად უფრო მიმზიდველი. მეტი უსაფრთხოებისთვის, მას გააჩნია დამატებითი პასკოდის ფუქნცია.
Vivus -ს განახლებული მობილური აპლიკაცია მორგებულია ნებისმიერ ios და ანდროიდ მობილურსა და პლანშეტურ კომპიუტერზე.
ის საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო მარტივად მიიღოთ ფული ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.
ცნობისთვის, Vivus ge -მ მობილური აპლიკაცია 2015 წლის ოქტომბერში შექმნა და მას შემდეგ პირველად განახლდა.
აღნიშნულ აპლიკაციას მომხმარებელთა დიდი სეგმენტი ჰყავს და მისი განახლების მიზეზი გახლდათ Vivus ge –ს ახალი პირობები.
მოგეხსენებათ, 2017 წლის დასაწყისში Vivus 4finance -მა სტატუსი შეიცვალა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
რასაც მოჰყვა Vivus -ის ნეთ კრედიტის პროცენტის შემცირება და სესხის ოდენობის ლიმიტების ცვლილება.
დღეისათვის Vivus credit გაიცემა 30 დღის ვადით.
მისი მინიმალური ლიმიტი 100 (ასი) ლარია, მაქსიმალური კი 1200 (ათასორასი) ლარი.
შემცირდა vivus -ის სწრაფი კრედიტის საკომისიოც და დღეისათვის ის სულ რაღაც 5,4% -ს შეადგენს. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4% -ს.
რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ლარიანი სესხის აღების შემდეგ, 30 დღის შემდეგ, თქვენ აბრუნებთ სულ რაღაც 5 ლარითა და 40 თეთრით მეტ თანხას ანუ 105 ლარსა და 40 თეთრს.
ცვლილებების მიუხედავად, უცვლელი დარჩა Vivus ge -ს ისეთი ღირსებები როგორიცაა: სისწრაფე, სიმარტივე, ადვილი ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი სერვისი.
Vivus –ში სესხის მისაღებად ისევ საკმარისია ონლაინ განაცხადის შევსება და თანხას ისევ სახლიდან გაუსვლელად, ისევ რამდენიმე წუთში მიიღებთ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ Vivus გახლავთ საერთაშორისო კომპანია 4finance –ს ბრენდი, რომელიც მსოფლიოს 20-მდე სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი და მომხმარებლებში დიდი ნდობით სარგებლობს.
საქართველოში ის 2013 წელს შემოვიდა, მარტივად მოიპოვა პოპულარობა და თითქმის 4 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, არასოდეს დაუთმია ლიდერის პოზიცია.
მომხმარებლის ერთგულებასთან ერთად, მის ხარისხს ადასტურებს Golden Brand -ის ჯილდოები, რომლებიც Vivus -მა ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






