ადგილობრივების თქმით, სოფელს წალეკვა ემუქრება. მათივე ინფორმაციით, უშბის მთის ნაშალი მასა სოფლიდან 500 მეტრშია ჩამოწოლილი, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა სპეციალური ტექნიკის მობილიზებით და მეწყრის მიმართულების შეცვლითაა შესაძლებელი.
სოფელ მაზერში შიშობენ, რომ წვიმის შემთხვევაში, მთელი დასახლების ევაკუაცია გარდაუვალი იქნება.
"მეწყერი ზვავივით მოდიოდა, ადამიანი ვერ გაასწრებდა. სტქიის განმეორების შემთხვევაში სოფელს წალეკავს"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მესტიას სტიქია გუშინ დაატყდა. მდინარეების ენგურის, კოლხურას, დოლურას და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები. ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი.
გარდა ამისა, მდინარე ენგურის ადიდების გამო მშენებარე ჰესი მესტია- ჭალა 1 დაზიანდა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. მესტიის გამგებლის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






