„2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გაგადწყვეტილება, რომლითაც დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, რაც ნიშნავს სკოლის საქმინობის შეჩერებას. ამ გადაწყვეტილებით განათლების უფლება შეეზღუდა 350-მდე მოსწავლეს და უმუშევრობა ემუქრება 100- მდე თანამშრომელს.
მოგეხსენებათ, რომ 2016-2017 სასწალო წელი ურთულესი იყო დემირელის კერძო კოლეჯისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, მთელი წლის განმავლობაში დაკითხვებზე იბარებდნენ პედაგოგებს, რაც მათთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. ამავე წელს, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის ბათუმის სკოლა- ლიცეუმს, რომელიც დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლაა; დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია შეშფოთებული და იმედგაცრუებულია ამგვარი მიდგომით იმ სკოლის მიმართ, რომელიც 1993 წლიდან წარმატებულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოში და რომლის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს არაერთხელ უსახელებიათ საქართველოს სახელი საერთაშორისო მასშტაბით. სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ტაილანდში გამართულ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიდაზე, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე და მხოლოდ ერთ თვეში სკოლამ ქვეყანისთვის ოთხი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ეს არ რის სრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც მხოლოდ წელს სკოლამ მოუტანა ქვეყანას.
ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი კონსულტაციას გაივლის ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს, რათა არ შეილახოს სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები.
ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონმდებლობით მონიჭებული გასაჩირების უფლება, რათა ბათილად იქნას ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება” - აღნიშნულია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები