ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება
კულტურა - 11:05, 01 Sep, 2017     1907
ბათუმში კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest იწყება. ფესტივალი წელს UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება და ის ერთი კვირის განმავლობაში, 2 სექტემრბიდან 8 სექტებრამდე გაგრძელდება.

წლევანდელ Batumi Music Fest-ს ახალი პროექტი „არტ კემპი“ დაემატება. „არტ კემპის“ ფარგლებში, საქართველოს ცნობილი ფრანგი პროფესორი, მიშელ სონი ეწვევა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მუსიკალურ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 350-მდე ბავშვს ექნება.

მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების განსავითარებლად არის შექმნილი. მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს.

7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდი „SOS Talents"-ი ახალგაზრდა პიანისტებისთვის ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ფესტივალი წელს იუნესკოს პატრონაჟით ტარდება, რაც იმის დასტურია, რომ ფესტივალს მხოლოდ კომერციული დატვირთვა არ აქვს და იმ ღირებულებებს ემსახურება, რასაც აღზრდა, განათლება და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჰქვია. იუნესკოს ჩართულობა ფესტივალში თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა და ბათუმის ფესტივალის ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. წელს ფესტივალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - მუსიკალური ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას 350 ბავშვი მიიღებს. გვიხარია, რომ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა, ნიჭიერ პიანისტებს შეეძლებათ“, - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.

ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით იმართება.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42