"სულ მაგინებდა, მოკვლით მემუქრებოდა"- დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ყოფილი ცოლი
საზოგადოება - 18:30, 31 Aug, 2017     2587
გუშინ საღამოს, ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე დაჭრის ფაქტი მოხდა. ორი ქალბატონისა და 5 თვის ბავშვის დაჭრისთვის 52 წლის დიტო დონაძეა დაკავებული.

როგორც ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონი გვიყვება, დონაძემ სანადირო თოფით მანქანიდან იმ დროს ისროლა, როცა მეზობელთან იყო სტუმრად.

დაკავებულის ყოფილი სიდედრი, ნინო შეყილაძე კი გვიყვება, რომ მას ყოფილმა სიძემ მანქანიდან სანადირო თოფით ესროლა:

"ვიყავი მეზობელთან გადასული, სიძემ დამირეკა ტელეფონზე, იყო მთვრალი, მითხრა დამალაპარაკე ინდირაო (ჩემი ქალიშვილი, მისი ყოფილი მეუღლე), ვუთხარი არ ვარ სახლში-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. როცა გავთიშე ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ დარეკა. კიდევ გავუთიშე, შემდეგ რეკავდა და რეკავდა. არ მიპასუხია საერთოდ. მერე ჩემი გოგოსთვის დაურეკავს - ამეღამ ნახე რა გიქნა, მოვალ და მოგკლავო. მე ეს არ ვიცოდი, წამოვედი სახლში. მეოთხე შვილიშვილი მყავს (სამი შვილიშვილი ნინო შეყილაძეს ინდირა კოსტავასაგან და დიტო დონაძისაგან ჰყავს-რედ), ხუთი თვის. მეწვინა ის, აგერ სახლის წინ, მაგიდაზე, ტიროდა ძლივს გავაჩერე, მეზობლის ქალი, მზია შუბლაძე იყო აქ. ვლაპარაკობდით და უცებ ჭიშკრის წინ გაჩერდა მანქანა, ჩემი ყოფილი სიძის და შევხედე, მთვრალი რომ იყო. ვიფიქრე, ბავშვები არ წაიყვანოს- მეთქი. სამივე შვილიშვილი ჩვენთანაა. ავდექი ზედ, ეს ბავშვი უნდა ამეყვანა ხელში, შევსულიყავი ჩემს გოგოსთან და მეთქვა, რომ მოსულია და ბავშვები არ გავატანოთ-მეთქი. ამის გაფიქრება და ვერც თქმა ვერ მოვასწარი, ვერც ამ პატარა ბავშვის ხელში აყვანა, რომ გასროლა მანქანიდან. კიდე კაი ბავშვი რომ არ ავიყვანე ხელში, თორემ ვერც გადარჩებოდა მთლად სისხლშივიყავი გასვრილი! ერთი ცალპირა თოფი აქვს და წამოუღია და მესროლა ჭიშკრიდან. ბავშვიც დაჭრილია და მეზობელიც. ჩემი სიძე ლიხაურელია, 52 წლის, რვა წელია შეუღლებულნი არიან 22 წლით უფროსია ჩემს გოგოზე. გაშორება ვერ აიტანა. სულ გვემუქრებოდა და გვლანძღავდა"-გვიყვება ქალბატონი.

ყოფილ მეუღლსთან თავიდანვე დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს დაკავებულის მეუღლე, ინდირა კოსტავა:

“ჩემს ყოფილ ქმართან ბოლო დროს სულ დაძაბული ურთიერთობა მქონდა, სულ მაგინებდა, მემუქრებოდა, ჩხუბობდა. ამიტომ გადავწყვიტე გავშორებოდი. ოფიციალურად გავაწერე მასთან ხელი. სამი შვილი გვყავს. განქორწინების შემდეგ მეორედ გავთხოვდი. მყავს ხუთი თვის ბავშვი, რომელიც კინაღამ მომიკლა მისმა ნასროლმა ტყვიამ.

სულ მირეკავდა და მემუქრებოდა, ჩემთან შეხვედრას ითხოვდა. გუშინაც დამირეკა და მოკვლით დამემუქრა. ამ ზარის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოვიდა სახლთან მანქანით და არც გადმოსულა ისე ისროლა. გარეთ იყო დედაჩემი, მეზობლის ქალი და ჩემი ბავშვი. სამივე დაჭრილი იყო. "მედალფას" კლინიკაში უმკურნალეს. ბავშვის მდგომარეობა როგორი იქნება ჯერ არ ვიცით. საავადმყოფოდან კი გამოწერეს, მაგრამ ალბათ მოგვიწევს მკურნალობის გაგრძელება“ - გვითხრა დაკავებულის ყოფილმა მეუღლემ, ინდირა კოსტავამ.

დიტო დონაძე, რომელიც როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პოლიციას მომხდარიდან რამდენიმე წუთში ჩაბარდა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სფელ ლიხაურში ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42