შეხვედრაზე საუბარი თბილისში ახალი ზოოპარკის განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო. როგორც ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი.
მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა ვარშავის ზოოპარკის ხელმძღვანელს ანდრეი კრუშევიჩს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ კი აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობისთვის ემზადება, რისთვისაც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასოციაციაში თბილისის ზოოპარკის გაწევრიანების საკითხი 21-22 სექტემბერს დადგება. თავის მხრივ, ანდრეი კრუშევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს.
ვარშავის ზოოპარკის დირექტორის თბილისში ვიზიტი მიმდინარე წლის ივნისში, დედაქალაქის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის და მერიის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ხუცურაულის ვარშავაში სტუმრობისას დაიგეგმა.
მასალის გამოყენების პირობები






