რკინიგზელების მხარდასაჭერად ხვალ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მსვლელობა გაიმართება
საზოგადოება - 19:06, 31 Aug, 2017     1575

რკინიგზელების მხარდასაჭერად 1 სექტემბერს, 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორები "აუდიტორია 115" და "პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა" არიან. მოთხოვნა უცვლელია:

„14 რკინიგზელი შიმშოლობს რკინიგზის დეპარტამენტის წინ უკვე 2 კვირაზე მეტია. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისა და პროფკავშირული მოძრაობის წევრებს სასამართლო და პოლიცია კარვის გაშლის შესაძლებლობასაც არ აძლევს. ფიზიკურად დასუსტებული ადამიანები ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეებს. ადმნისტრაციის მხრიდან ვერ ვხედავთ სიტუაციის მოსაგვარებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ერთადერთი რასაც საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი აკეთებს არის ცრუ ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საკუთარი სკამების გადარჩენის მიზნით.

მოთხოვნები უცვლელია : - დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ უკანონოდ გათავისუფლებული/გადაადგილებული თანამშრომლები სამსახურში.

- რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ.

- შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ღიად, მოშიმშილეების დასაცავად, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერიოს პროცესში და ხელი შეუშალოს რკინიგზის ადმინისტრაციის "შტრეიკბრეხერულ" ინიციატივებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი შეიძლება ტრაგიკული მოვლენებით გაგრძელდეს.

საზოგადოებას მართებს რომ ამ ბრძოლაში მარტო არ დატოვოს დაჩაგრული მშრომელები. შემოგვიერთდით დავუჭიროთ მხარი რკინიგზელებს მთავრობის კანცელარიასთან, საიდანაც დაიწყება მსვლელობა რკინიგზის დეპარტამენტის მიმართულებით“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42