დემირელის სახელობის კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა, კოლეჯის მოსწავლეების მშობლებისთვის კი ამდრომდე უცნობია თუ სად გააგრძელებენ მათი შვილები სწავლას. ისინი დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ სანიკიძეს, შეხვდებიან და დეტალების გარკვევას შეეცდებიან.
მშობლების განცხადებით, კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშრებით კითხვები და გარკვეული ეჭვები აქვთ.
მშობლები არც აქციების გამართვას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ კოლეჯის დახურვასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.
„ვფიქრობთ, რომ ისევე, როგორც შაინის სკოლის გაუქმებას, დემირელის სკოლის გაუქმებასაც აქვს პოლიტიკური მოტივები და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია,“ - განაცხადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის წარმომადგენელმა, გვანცა ლომიამ.
მასალის გამოყენების პირობები






