კულტურის სამინისტროში შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ
კულტურა - 12:53, 29 Aug, 2017     2155
ოთხშაბათს, 30 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციაზე ისინი შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ.

ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, კულტურის სამინისტროს, „Black Sea Arena”-ს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ,,Check in Georgia"-ს ფარგლებში აჭარასა და გურიაში გაიმართება.

პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი ქვეყნების მონაწილეობას ფესტივალში. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდება მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფესტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. მათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთანავე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება - ფლამენკოს შემსრულებლები ესპანეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco”. მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება,“ - ფესტივალის დეტალებზე საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი 2016 წელს აიღო და 2 მნიშნელოვან ლოკაციას - ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. წელს, ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ჩატარდება, თუმცა გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. ღონისძიება სამდღის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს ბათუმსა და ურეკში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება. ფესტივალი 7 ქვეყანას მასპინძლობს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42