მოსახლეობის განცხადებით, ისინი მავნებელს საკუთარი ძალებით ებრძვიან, სახლებიდან გამოდევნილ აზიურ მწერს ცეცხლში წვავენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ მავნებლის შემოსევა მათი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა.
მოსავლის გარეშე დაჩენილი სამეგრელოს მოსახლეობა ურსათის ეროვნულ სააგენტოს ადანაშაულებს. მათი განცხადებით, დროულად არ მოხდა ნარგავების შეწამვლა, რამაც აზიური ფაროსანას სწრაფი გავრცელება გამოიწვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის რაც სამჯერ იყო შესაწამლი, ერთხელ განხორციელდა და ისიც დაგვიანებით. უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიირო მოსახლეობამ. ,,რა შეწამლეს და რითი, ამის შემოწმება მოსახლეობას არ შეუძლია. წლევანდელი ზამთარი იქნება ტრაგედია“ - აცხადებს კახათის მკვიდრი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც, რისთვისაც მათ ამერიკული დონორი ორგანიზაციის მიერ დამზადებული ბროშურებიც დაურიგდებათ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში ნარგავები გეგმიურად, მათ შორის, ახლაც იწამლება. ამისთვის ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებიდან 13 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. უწყების განცხადებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა 6240 ჰა საკარმიდამო ნაკვეთები სამტრედიაში, აბაშაში, ხობში, მარტვილში, სენაკში, ზუგდიდსა და ლანჩხუთში.
მასალის გამოყენების პირობები






