მედიკოსების განცხადებით, მცირეწლოვანს თავის ქალისა და გულ-მკერდის ტარვმა, ასევე ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობააღენიშნება.
ექიმ მაკა მალანიას ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
"ამჟამად ავადმყოფის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. გამოძახებულიქნა კატასტროფის ბრიგადა და და პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ქინა გადაყვანილი. მართვით სუნთქვაზეა და მედიკამენტოზური მხარდაჭერის ქვეშ", - აღნიშნა კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის მენეჯერმა.
დაშავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბავშვს დედა სადილს უმზადებდა, როცა სამი წლის ბიჭი ფანჯრის რაფაზე აძვრა და გადავარდა.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






