„არემჯი გოლდმა“ მხოლოდ ტექნიკა გვათხოვა - ფიტარეთში მოღვაწე სასულიერო პირი
საზოგადოება - 12:48, 28 Aug, 2017     1818
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე მამა ექვთიმე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი გოლდის” კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი.

მამა ექვთიმე „პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანია „არემჯი გოლდი“ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს კეთილმოწყობაში დაეხმარა.

როგორც სასულიერო პირი განმარტავს, მან კომპანიას თავად სთხოვა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ეკალბარდებისგან გაწმენდის მიზნით ტრაქტორით დახმარება და თანხმობა მიიღო. სასულიერო პირის თქმით, „არემჯი გოლდს“ კონკრეტული ტერიტორის კერძო ინტერესები არ აქვს.

„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მონასტრის ტერიტორიაზე „არემჯი გოლდის“ წარმომადგენლებს ვთხოვე, კეთილმოწყობის მიზნით, კერძოდ, ეკალბარდების მოსაშორებლად დამხმარებოდნენ. კომპანიამ ტრაქტორი გამოგვიგზავნა, რაც ჩემი თხოვნა გახლდათ. კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, კომპანიას არანაირი ინტერესი არ აქვს“, – აცხადებს მამა ექვთიმე.

საკითხზე კომენტარი გააკეთა კუტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

სასულიერო პირის მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ რომ კომპანიის მხრიდან კერძო ინტერესები არ იკვეთება.

„სამუშაოები ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ თხოვნის საფუძველზე შესრულდა, რათა გზის სავალი ნაწილი გაწმენდილიყო. ჩვენი წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, არანაირი კერძო ინტერესი აქ არ იკვეთება“, – განაცხადა ბარამიძემ „პირველთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებებს სპეციალური განცხადებით უპასუხა “არემჯი გოლდმაც“.

როგორც „არემჯი გოლდის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია RMG -ი ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან თანამშრომლობს.

„არემჯი გოლდი“ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მონასტრის მომსახურე პირებმა კომპანიას ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართეს და RMG-მ მათ მხოლოდ ტექნიკა ათხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42