გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
პარიზში მიმდინარე მსოფლიოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი მძიმე წონით კატეგორიაში ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს თურქ ტაჰა აკგულის დაუპირისპირდა.
მძიმე ბრძოლაში ქართველი თავიდან 4-0 ით მარცხდებოდა, თუმცა, შემდეგ გააქტიურდა და საბოლოოდ ანგარიშით 10-8 გაიმარჯვა. ეს პარიზის ტურნირზე ქართველთა პირველი ოქროა.
პეტრიაშვილმა ფინალამდე სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი 13-2, კანადელი კოეი ჯარვისი 10-0, ნახევარფინალში კი სომხების ქართველი ფალავანი ლევან ბერიანიძე 12-2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი, ბრინჯაო, ლადო ხინჩეგაშვილმა მოუპოვა, რომელმაც ამჟამად თურქეთის სახელით მოჭიდავე, რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი ჩინგისხან ერდოღანი (ოპან სატი) ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები