როგორ უნდა აქციოთ მომხმარებლები თქვენი ბიზნესის მიმდევრებად ვებგვერდის საშუალებით და შექმნათ ტომი, რომელსაც ისინი გააერთიანებენ!
საზოგადოება - 12:45, 25 Aug, 2017     1283
ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ჩვენი ბუნებაა ვეკუთვნოდეთ ადამიანების ჯგუფს, რომლებთანაც ბევრი საერთო ინტერესი და გადაკვეთა გვაქვს. ასეა ბიზნესშიც. თითოეული კომპანია ცდილობს შექმნას სოციუმი საკუთარი ბიზნესის ირგვლივ და გაზარდოს მისი საქმიანობა. ამისთვის, სხვადასხვა სტრატეგიულ ნაბიჯებს მიმართავენ, რომელთაგან ყველაზე ეფექტური და მომგებიანი 21-ე საუკუნის ციფრულ სამყაროში, ინტერნეტ სივრცის სწორად გამოყენებაა, რის მთავარ ნაწილს ვებგვერდი და სხვა ციფრული ინსტრუმენტები წარმოადგენს.

თანამედროვე მარკეტინგის ენაზე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია შექმნათ და აპოვნინოთ სასურველი „ტომი“ თქვენს მომხმარებელს ლოიალურობის ჯაჭვის და თქვენს შორის სასურველობის განცდის გასამყარებლად.

როგორ უნდა შექმნა შენი ბიზნესის „ტომი“?

ვინაიდან და რადგანაც, ტომი ინდივიდთა გაერთიანებას წარმოადგენს საერთო ღირებულებებითა და კულტურით, მნიშნელოვანია შექმნათ სივრცე, სადაც მათი ერთმანეთთან დაკავშირებას და მათთვის საერთო იდეების გატარებას შეძლებთ.

რომ შევადაროთ ძველი და ახალი ადამიანი, ადრე, მათ კონკრეტულ ადგილას უწევდათ შეკრება და დამოკიდებულები იყვნენ ადგილმდებარეობაზე, ამინდზე, დროზე და სხვა დანარჩენ ფაქტორებზე.
21-ე საუკუნის ადამიანს კი, ინტერენეტის დამსახურებით არანაირი საზღვრები, დროითი სივრცე თუ სხვა დაბრკოლება არ გააჩნია.

ტომს არსებობისთვის ყოველთვის სჭირდება ინდივიდთა ერთობლიობა, ლიდერი და საერთო იდეა. თქვენ, თქვენი ბიზნესის საქმიანობით შეგიძლიათ მათ მიაწოდოთ იდეა, ანუ პროდუქტი და სერვისი, რომელიც აერთიანებთ მათ, შეუქმნათ, ლიდერი ანუ ის ციფრული ინსტრუმენტები, როგორიც არის მაგალითად ვებგვრდი, რომელიც მუდმივად გამოკვებავს მათ სიახლეებით, წარუდგენს ახალ საერთო იდეებს და ღირებულებებს. ასეთი გზით, ისინი არა მხოლოდ მომხმარებლებად იქცევიან, არამედ თქვენი ბიზნესის მიმდევრებად, რადგან, სწორედ ისინი გაავრცელებენ ინფორმაციას თქვენი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.

ისევ პარალელი რომ გავავლოთ, ტომის წევრების ლიდერთან ურთიერთობას და თქვენი ბიზნესის ვებგვერდი მომომხმარებლებთან ურთიერთობას შორის, კომუნიკაციის ასეთ სახეს მივიღებთ:

• ლიდერი -> ტომს = ვებგვერდი -> მომხმარებელს (როდესაც უყვები სიახლეების შესახებ)
• ტომი -> ლიდერს = მომხარებელი ->ვებგვერდს(როდესაც გაქვს უკუკავშირი მომხმარებლისგან)
• ტომის წარმომადგენელი -> ტომის წარმომადგენელს = მომხმარებელი -> მომხმარებელს (როდესაც იქმნება უკვე სოციუმი შენი ბიზნესის ირგვლივ და მიდის შენი პროდუქტის განხილვა)
• ტომის წარმომადგენელი -> უცხო პირს = მომხმარეველი -> ახალ, პოტენციურ მომხარებელს (როდესაც შენი არსებული მომხმარებელი შენი ბიზნესის ინფორმაციის გამავრცელებელია)

სწორედ ამიტომ არის ყველაზე ეფექტური საშუალება დღევანდელ ციფრულ ერაში ვებგვერდის და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება. ის გაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს - ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, ის გაძლევს ყველაზე მთავარს - უკუკავშირს მომხმარებლისგან და ბოლოს, ის გაძლევს ყველაზე ძვირფასს - ურთიერთობას.

ამიტომ, აქციე შენი ვებგვერდი ლიდერად, დაანახე ყველას შენი საქმიანობის ღირებულებები და შემოიკრიბე შენი ბიზნესის ირგვლივ მიმდევრები!

ეს ხომ საბოლოო ჯამში მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42