ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით 4 კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა
საზოგადოება - 10:58, 25 Aug, 2017     1208

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. გარდა გზის ასფალტობეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 422 გრძ.მ. რკინაბეტონის არხი ცხაურებით და 120 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 7 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

,,დასკვნით ეტაპზეა სამუშაოები გელაურა-საციხურას მიმართულებით. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ზიმო 7“ აწარმოებს. სამუშაოების მოცულობა არის 1 მლ 760 ათასი ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის საფარი ასფალტო-ბეტონით 4კმ და 150 მ-ზე. დაახლოებით კილომეტრსა და 200 მეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხები ცხაურებით. ასევე, 370 მ-მდე კედლები, ხელოვნური ნაგებობები. უახლოეს დღეებში გაკეთდება მონიშვნები. დღეს, ფაქტობრივად ასფალტო-ბეტონის სამუშაოები დასრულდება. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, სულ დეპარტამენტი დახარჯავს 7 მლ 600 ათას ლარამდე, რის ფარგლებშიც მოეწყობა 25 კმ ბეტონის საფარი, 17 კმ სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და მშენებლობა ჩატარდება. ასევე, მოვლა-შენახვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები“,-აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42