პირველი ტაიმი ფრედ - 36:36 დასრულდა, მესამე პერიოდში კი სერბებმა მცირე უპირატესობაა მოიპოვეს და 4-5 ქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ. სლავებმა მე-3 პერიოდი 19:14 მოიგეს და მესამე მეოთხედის შემდეგ 55:50 იგებდნენ. თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო პერიოდს უნდა გადაეწყვიტა. დასკვნით მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა სერბები მცრე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და მესამე პერიოდისგან განსხვავებით ძირითადად 2-3 ქულით ლიდერობდნენ.
მატჩის დასრულებამდე 1.32 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ საჯარიმოს ხაიდან ზუსტი სროლებით ანგარიში გაათანაბრა - 63:63. დაცვაში ჩვენებმა ბურთი მოიპოვეს და დუდა სანაძემ საჯარიმოს ხაზიდან საართველო მეორე მეოთხედის შემდეგ პირველად დააწინაურა - 65:63 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.
საფინალო სირენამდე 53 წამით აადრე ბოგდანოვიჩი საჯარიმოდან ათანაბრებს ანგარიშს. დუდა სანაძემ 36 წამით ადრე ოქროს სამქულიანი ჩააგდო - 68:65. სერბები 1 საჯარიმოს აგდებენ და ჩმორჩენას 2 ქულამდე ამცირებენ, ქართველები კი შეტევაში ბურთს კარგავენ და ევროპული კალათბურთის გრანდებს თამაშის გადასარჩენად 23 წამი რჩებათ. საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, სერბებმა კი კუთხიდან მოახერხეს პოტენციურად გამარჯვების სამქულიანის სროლა, მაგრამ ვლადიმირ ლუჩიჩის ნატყორცნი არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ გაიმარჯვა
მასალის გამოყენების პირობები