"ამერიკის ხმამ" ნანა საჯაია ოქროს მედლით დააჯილდოვა
საზოგადოება - 13:46, 24 Aug, 2017     4951

ვაშინგტონში, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ჟურნალისტი ნანა საჯაია, შესრულებული სამუშაოსთვის "ამერიკის ხმამ" - Voice of America - VOA ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომლითაც რედაქციას ჟურნალისტის დაჯილდოება შეუძლია.

ოქროს მედლის ნომინანტებს თანმშრომლები ასახელებენ , შემდეგ კი ხმის მიცემა ხდება. არჩეული კანდიდატების ვინაობა საბოლოოდ ოქროს მედლის შესარჩევ ჯგუფს ეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ.

როგორც ნანა ფეისბუკზე წერს, ოფიციალური დაჯილდოება ნოემბერში გაიმართება.

ნანა საჯაია, ვაშინგტონში, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ჟურნალისტია.

ის ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის, ასევე მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრია. სხვადასხვა დროს იყო ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ს რედაქტორი, ჟურნალ ლიბერალის ვებ რედაქტორი და რადიო „ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი. თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან როგორიცაა BBC, France24 და TOL (TransitionsOnline).

2010-2014 წლებში იყო მედია მენეჯმენტისა და მედიის კვლევის მიწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის მედია სკოლასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2013-2014 წლებში იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედია ანალიტიკოსი.

„ამერიკის ხმა“ აშშ–ის მთავრობის ოფიციალური საგარეო, სამაუწყებლო ქსელია. VOA ინფორმაციას გადასცემს 46 ენაზე, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით მთელი პლანეტის მასშტაბით (აშშ–ს ტერიტორიის გარდა). მისი სიხშირეების ტრანსლირება ხდება თანამგზავრების საშუალებით, ასევე – FM, AM და მოკლეტალღური რადიო დიაპაზონებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42