საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუსქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო და კერძო სკოლებისთვის დასარიგებლად 946 ცალი სასკოლო ჟურნალი გადასცა. ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს 3729 ცალი სასკოლო ჟურნალი გადაეცათ. ამით სააგენტომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების დარიგების პროცესი დაასრულა.საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრაქტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებს საჯარო და კერძო სკოლებისთვის გადასაცემად 38 003 ცალი სასკოლო ჟურნალი დაურიგა. სასწავლო პროცესი საქართველოს სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასალის გამოყენების პირობები