უეინ რუნის ნაკრებში 2016 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ იძახებდნენ. ახლახანს, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა მისი გამოძახება გადაწყვიტა, მაგრმა უარი მიიღო.
"ძალიან გამიხარდა, როდესაც გარეთ საუთგეითმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნაკრებში დაბრუნება სურდა. ამას ძალიან ვაფასებ.
თუმცა, ამ საკითხზე უკვე ბევრი მაქვს ნაფიქრი და გარეთს ვუთხარი, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე.
ეს ნამდვილად რთული გადაწყვეტილება იყო. ჯერ ოჯახის წევრებთან განვიხილე, "ევერტონის" მწვრთნელთან და ჩემ ახლობლებთან.
ინგლისის ნაკრებში თამაში, ჩემთვის, ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ყოველთვის, როდესაც ნაკრებში მიძახებდნენ ან გუნდს ვკაპიტნობდი, თავს პრივილეგირებულად ვგრძნობდი და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც მეხმარებოდა. თუმცა, ვგრძნობ, რომ წასვლის დრო მოვიდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება ჩემთვის რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ „ევერტონში“, სახლში დაბრუნებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახალ მინდა მთელი ჩემი ენერგია მათი წარმატებისთვის მივმართო.
მე ყოველთვის ვრჩები ინგლისის გულშემატკივრად.
გული რაზეც მწყდება არის ის, რომ ვერ გავხდი ინგლისის ტურნირის წარმატების ნაწილი. იმედი მაქვს, მოთმაშეები, რომლებსაც გარეტი გამოიძახეს, ამ ამბიციას გაჰყვებიან.
ერთხელაც, ოცნება ახდება და ამას მოუთმენლად დაველოდები, როგორც გულშემატკივარი"
მასალის გამოყენების პირობები