რობერტ სტურუა: „ის სიამაყე, რომელიც ახლავს ქართულ ფოლკლორს, მაძლევს უფლებას, წავიდე შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე“
კულტურა - 15:09, 23 Aug, 2017     2385

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. კონცერტები დაგეგმილია 31 აგვისტოს ბათუმში და 1 სექტემბერს ურეკში, დასკვნითი გალა ღონისძიება კი, 2 სექტემბერს შეკვეთილის დიდ საკონცერტო დარბაზში, „Black Sea Arena”-ზე გაიმართება.

ფესტივალმა სტარტი შარშან აიღო. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე და 9000-მდე მაყურებელი „ბლექ სი არენაზე“ - ეს ის შედეგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ტრადიციული სახის მიღებას. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, რასაც განაპირობებს დროულად დაწყებული მზადების პროცესი და რეჟისურა, მონაწილე ქვეყნებისა და პროგრამის მრავალფეროვნება.

ფესტივალის მნიშვნელობაზე, ქართული ფოლკლორის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე საუბრობენ ფოლკლორისტები, მსახიობები, რეჟისორები და უბრალოდ ფოლკლორის მოყვარულები.

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში უკვე მეორედ ტარდება მსოფლიო ფოლკლორული ფესტივალი, ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ანსამბლები, მომღერლები და ჩამოდიან იქ, სადაც გვესმის და ვქმნით ხარისხიან მუსიკას. იშვიათი და უნიკალური მუსიკის მსენელები და შემქმნელები ვართ ქართველები. ჩვენი სიმღერები ცოცხალია, განსხვავებული და მელოდიური, ამასთან ვმღერით განსაკუთრებულად, ამიტომაც გაკვირვებულები და აღტაცებულები გვისმენენ უცხოელები, არ ესმით შინაარსი, თუმცა მათთვის აღქმადია მუსიკა, მელოდია, სიმღერის განსაკუთრებული პოლიფონიური წყობა მას თანამედროვეობასაც მატებს, ეჩვენებათ რომ ის დაწერილი და შექმნილია თანამედროვე კომპოზიტორის მიერ, სწორედ, ასე ფიქრობდა ცნობილი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკიც. ის სიამაყე, რომელიც ახლავს ქართულ ფოლკლორს, როგორც ქართველ კაცს მაიძულებს და მაძლევს უფლებას წავიდე შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე და სხვა ქვეყნის ფოლკლორულ ნამუშევრებს შევადარო. მაინტერესებს საერთოდ რას ქმნიან დღეს მსოფლიო ხალხები. სწორედ მუსიკაში გამოიხატება მათი დადებითი თვისებები, პოეზია და სურვილი ჩაწვდეს სამყაროს, ამას მუსიკა უსიტყვოდ ახერხებს. გირჩევთ თქვენც წახვიდეთ და მოუსმინოთ, ამის შანსი ხშირად არ გვეძლევა,“ - ქართული ფოლკლორის განსაკუთრებულობასა და დამახასიათებელ მელოდიურობაზე საუბრობს რეჟისორი რობერტ სტურუა.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება. გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42