„იქიდან გადაკეტე, ბიჭო, ცეცხლი არ წავიდეს“! მივხვდი რომ ძილში ყვიროდა - სტიქია ბორჯომში და გმირი მეხანძრე მაშველები
საზოგადოება - 11:19, 23 Aug, 2017     10027

ხანძარი ბორჯომის ტყეში - უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში სტიქია მძვინვარებს ბორჯომის ხეობაში. ხანძარი - რომლის ჩაქრობაც მხოლოდ მეხანძრე მაშველებს შეუძლიათ, მეხანძრეები, რომლებიც სამი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისათვის, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდეს.

მომხდარის გამო დახმარების სურვილი გამოთქვეს საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმაც, რომლებმაც რამდენიმე ვერტმფრენი და შესაბამისი ტექნიკა გამოგზავნეს საქართველოს დასახმარებლად.

თუმცა, მაინც მეხანძრე მაშველები - ადამიანები, რომლებიც გმირულად ებრძვიან იმ ჯოჯოხეთს რაც მრავალი საათია მძვინვარებს.

არანაკლებ რთული მოვალეობა აკისრია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურს - რომელსაც უამრავი ჟურნალისტის უამარავ კითხვაზე განუწყეტლივ პასუხის გაცემა უწევს, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია და რომელიც დაუზარებლად აწვდის ყველას შესაბამის ინფორმაციას. ლედი ოქროპირიძე სოციალურ ქსელში არსებულ ვითარებაზე ემოციურ სტატუსს წერს:

„ერთდროულად მწყინს და ბედნიერი ვარ, მტკივა და სიხარულით მეტირება... ყველა გრძნობა ერთდროულად ირევა ჩემს გულში. ეს ის შემთხვევაა, როცა მართლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები. ბორჯომში ვარ ახლა. მთელი დღე თვალი ვერ მოვაშორე ხანძრის კერებს... ძალიან ბევრი უძილო და დაღლილი სახე ვნახე... ეს სახეები აერთიანებდა ბევრი სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანებს, მათ, ვისაც მართლა სტკიოდათ ყოველი დამწვარი ნარგავი, ხე და ბუჩქი. ვისაც დასვენებაზე წამითაც არ უფიქრიათ! ყოველ ჯერზე პატარა ნიავიც კი გულს უხეთქავდათ....

ვხედავდი ჩემს მეხანძრე-მაშველებს (დიახ, ჩემი!), რომლებსაც უძილობისგან და დაღლილობისგან ფერი აღარ ედოთ სახეზე, თითქმის იძულებით გამოიყვანეს რამდენიმე მათგანი ტყიდან რომ ცოტა დაესვენათ... შემთხვევით გავიარე კარავთან, სადაც მათ სულ 2 საათით უნდა მოესვენათ ალბათ ხმა რომ შემომესმა: „იქიდან გადაკეტე, ბიჭო, ცეცხლი არ წავიდეს“! მივხვდი რომ ძილში ყვიროდა. როგორი გრძნობაა, თითქმის ჩამქრალ ხანძარს ქარი რომ ხელახლა გიღვივებს?! მომერიდა, შემრცხვა რომ ჩემდაუნებურად ვხმაურობდი, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი ტელეფონით. მეგონა მე გავაღვიძებდი - ვითომ ვერტმფრენები „ფეხაკრეფით“ დაფრინავდნენ. გამოვიპარე იმ ადგილიდან. ძალიან ბევრი ასეთივე დასამახსოვრებელი მომენტები დამიტოვა დღევანდელმა დღემ, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ...

ჟურნალისტებზე არანაკლებად ისარგებლეს დღეს ჩემი ტელეფონის ნომრით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კომპანიებმა და მოხალისეებმა. უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს! ყველა დახმარებას გვთავაზობდა, მოჰქონდათ ვისაც რა შეეძლო: საკვები, წყალი და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები მეხანძრე-მაშველებისთვის. უკლებლივ ყველამ გამოთქვა სურვილი ადგილზე დარჩენის და ფიზიკურად დახმარების ხანძრის ქრობის პროცესში, მაგრამ მათი კერებამდე შეყვანა არ დავუშვით ისევ მათი უსაფრთხოების მიზნით. მართლა ურთულესი რელიეფია... ძალიან ამაყი ვიყავი მათ რომ ვხედავდი, თითოეული ზარი მაბედნიერებდა. რა თქმა უნდა, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებით, მაგრამ მათ მოწოდებულს, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა გემო ექნებოდა!

და ბოლოს, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო მედიასაშუალებებს, მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ერთ დეტალს არ ტოვებდნენ გაუშუქებელს. თითოეული მათგანი ალბათ 15 წუთში ერთხელ მირეკავდა და პირველივე წინადადება, რომელიც მათგან მესმოდა იყო: „ხომ არ ჩაქრა?“ ვიმედოვნებ, ძალიან მალე გეტყვით: „კი, ჩაქრა, ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია!“, - წერს ლედი ოქროპირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42