”საქართველოს რკინიგზა” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საზოგადოება - 09:26, 22 Aug, 2017     2127

”საქართველოს რკინიგზა” ნისი თანამშრომლების შიმშილობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს:

"სს ”საქართველოს რკინიგზის” გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცდახებთ (განვმარტავთ):

1. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა სს ”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთათთვის ღირსეული შრომითი და საცხოვრებელი პირობების შექმნა, აგრეთვე ტრანსპორტით უზრუნვერლყოფა, კომპანიის ადმინისტრაცია 24 საათიან რეჟიმში თანამშრომლობს რკინიგზაში დასაქმებულებთან.

2. სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის №11/32 დადგენილებით, სალიანდაგო დეპარტამენტში განხორციელებული ცვლილებები განაპირობა. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალურ ხაზზე ტვირთდაძაბულობის ზრდამ, მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, საჭირო გახდა ამ უბანზე ულტრაბგერითი შემოწმების პერიოდულობის გაზრდა და დეფექტოსკოპისტების დამატებითი ჯგუფის, მათ შორის უ.ხვთისიაშვილის კახეთის რეგიონიდან გადმოყვანა.

რეორგანიზაციას წინ უძღვოდა სალიანდაგო დეპარტამენტის ხელმძღვანელების შეხვედრები თანამშრომლებთან, რომლებსაც გააცნეს ცვლილების მიზეზები და არსი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე რეორგანიზაციის საწინააღმდეგო მოსაზრება სალიანდაგო დეპარტამენტის 1 429 თანამშრომლიდან არცერთ თანამშრომელს, მათ შორის არც უ. ხვთისიაშვილს არ გამოუთქვამს და საკადრო გადაადგილება ჩატარდა თანამშრომლების წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. რეორგანიზაციის შემდეგ გადაყვანილი თანამშრომლები საქართველოს რკინიგზამ უზრუნველყო შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით და ტრანსპორტირებით. თანამშრომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სს ”საქართველოს რკინიგზამ” გამოყო საკლასო (კუპირებული) ვაგონები, რომლებიც აღჭურვილია ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საშუალებით (ცივი-ცხელი წყალი, საშხაპეები, გასახდელი), რაც დაადასტურა ჩვენს მიერ ორგანიზებულმა მედიატურმა. სამუშაო ადგილებზე თანამშრომელთა ტრანსპორტირება კი ხორციელდება რკინიგზის ძალებით, ჩვენივე ტრანსპორტით.

4. სს ”საქართველოს რკინიგზისთვის” ძვირფასია ყველა თანამშრომელი, აფასებს მათ მრავალწლიან შრომასა და პროფესიონალიზმს. შესაბამისად, უ.ხვთისიაშვილს მოვუწოდებთ თანამშრომლობისკენ. ამ მიზნით კომპანიამ მესამე (8, 14 და 21 აგვისტოს) წერილი-შეთავაზება გაუგზავნა ბატონ უ.ხვთისიაშვილს და 1 სექტემბრამდე მისცა ვადა (გონივრული) გადაწყვეტილების მისაღებად.

5. სს ”საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაცია იძულებულია გამოეხმაუროს ბატონი ირაკლი პეტრიაშვილის ტელეინტერვიუს, რომლითაც ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება კახეთის განშტოების დახურვა. განვმარტავთ, რომ კახეთის უბანზე მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები შესრულდა და შეუფერხებლად ვახორციელებთ სატვირთო გადაზიდვებს (დედოფლისწყარო-რუსთავის მიმართულებით კირქვის გადაზიდვა). შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და სს ”საქართველოს რკინიგზა” მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს კახეთის უბანზე საოპერაციო საქმიანობას.

6. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის, ასევე, პროფკავშირების გაერთიანების რიტორიკა, სამწუხაროდ, გასცდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სასურველ ცივილურ ურთიერთობებს. ნაცვლად ამისა, გვესმის განცხადებები არასამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებსა და სხვადასხვა პოლიტიკური ულტიმატუმების შესახებ. ეს ყოველივე აშკარად პოლიტიკურ ელფერს იძენს და შესაბამისად, არ წარმოადგენს სს ”საქართველოს რკინიგზის” ინტერესების სფეროსა და კომპეტენციას.

7. სს „საქართვე;ლოს რკინიგზა“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას აწარმოოს დიალოგი ნებისმიერმიერ თანამშრომელთან როგორც პირდაპირი გზით, ასევე სახელმწიფო მედიაციის პირობებში მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება შრომით ურთიერთობებს,"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42