ბორჯომის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილით ადრიანად განახლდა. ამ დროისათვის ორი ვერტმფრენი მუშაობს, ხანძრის ჩაქრობას როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენები ცდილობენ.
ადგილზე ელოდებიან აზერბაიჯანიდან და თუქრეთიდან დამატებითი საფრენი აპარატების ჩასვლას. ცეცხლთან ბრძოლა ბორჯომის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა.
„ეს იყო მაქსიმუმი, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა ერთ ღამეში. შეუძლებელი შეძლეს ბიჭებმა, მძღოლებმა. გარდა იმისა, რომ ღამე იყო და არაფერი არ ჩანდა, დაკვამლიანება იყო ძალიან ძლიერი და ძალიან რთული იყო მუშაობა. მონაკვეთები გაიარეს პირდაპირ ცეცხლში და ის გაჭრეს გზები. ეს არის კორიდორის გასაკეთებლად, იმისთვის, რომ ცეცხლი დარჩეს ერთ მხარეს და აღარ გადაედოს ახალ მასივებს. ამ მონაკვეთით შესაძლებელი გახდა, რომ წაღვერი, ტიმოთეს უბნის მონაკვეთი მთლიანად დაცული გვაქვს,“-განაცხადა მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თამაზ გამცემლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






