ყოველ წელიწადს, ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოს 100 000 კინომოყვარული ერთად იყრის თავს, რათა მანჰეტენის კინოფესტივალის ფინალში გასული ფილმები ნახოს და შეაფასოს. ფილმებს, რომლებსაც მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისჟიური საუკეთესოდ დაასახელებს, 6 კონტინენტზე, 250 ქალაქის კინოთეატრებში უშვებენ. დანარჩენი უკვე კინოგურმანებზეა – სწორედ ისინი ირჩევენ ფინალისტებიდან გამარჯვებულებს.
წელს ფესტივალში მონაწილეობა 1615-მა ფილმმა მიიღო, გუშინ კი ფესტივალის ჟიურიმ 10 ფინალისტი – 10 საუკეთესო დაასახელა. ფესტივალის 20-წლიანი არსებობის მანძილზე ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ფინალისტებს შორის ქართული ფილმი აღმოჩნდა:8 წუთი. Sibler Films-ის პირველი პროექტი, რომლის ყველა მნახველიც ამბობს, რომ ეს გიჟურ იდეაზე შექმნილი გასაოცარი ტვისტია.
საქართველოს გარდა, ფინალისტებს შორის არიან შემდეგი ქვეყნები: აშშ, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, ლატვია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და სირია.
8 წუთი პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ანი ბებია,გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე თამაშობენ (სლავა ნათენაძე, ხუთ სხვა მსახიობთან ერთად, წარდგენილია საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში). 8 წუთი – ეს არის დრო, რომელიც მზის ჩაქრობის შემთხვევაში დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება…
სრულად იხილეთ cinemania.adjara.com
მასალის გამოყენების პირობები